,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.168.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 27 თებერვალი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.168.016106) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა)   მე-3 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“

ბ) მე-6  პუნქტის   ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.“

 

3. მე -8   მუხლის  მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,, 3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები საკრებულოს ბიუროს წევრების, მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.“

4. მე -17  მუხლის :
ა) მე-2  პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი    ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

5. მე -18   მუხლის  მე-5  პუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

6. მე-19  მუხლის   მე-2 პუნქტის:
ა) ,, ა“  პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სამუშაო გეგმის პროექტს;“

ბ) დაემატოს  ,,დ1“ ქვეპუნქტი  შემდეგი რედაქციით:

 ,,დ1“)  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“

7. მე-20 მუხლის მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე  მისი დავალებით, ხმის იმავე უფლებით შეიძლება  შეცვალოს მისმა წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“

8.  22-ე   მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ხელმოწერიდან  2 დღის ვადაში.“

9. 26-ე  მუხლის   მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

10. 47- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.  საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც.“

11. 50-ე მუხლის
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს  წლიური სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით.

2. საკრებულოს საქმიანობის წლიურ სამუშაო გეგმის  პროექტს  შეიმუშავებს  საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.“

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

,,6. საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დამატებით საკითხად შეიძლება შეტანილ   იქნეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად, ასევე ამავე მუხლის 61  პუნქტით გათვალისწინებული საკითხები.“

გ) დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“.

12. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 12 საათზე და მთავრდება 18 საათამდე.

 

13. 90-ე მუხლის:
ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“

ბ) მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულო  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა.“

14. 108-ე  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე  signagi.gov.ge  საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

3. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე signagi.gov.ge. 

5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე signagi.gov.ge  ,საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი."

15. 112-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეირჩევა დამოუკიდებელ აუდიტორი.“

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნას.
16. 132-ე მუხლის  მე-6 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,6. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 126–ე მუხლით დადგენილი ფორმებით.“

17. 133-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულო   განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს, ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 დღისა.“

18. 134-ე მუხლის მეორე  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი