ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016760
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
matsne.gov.ge 233 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მიხაკო წერეთლის I ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 25.07.2025 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთისთვის, ციხისძირის V გასასვლელისთვის და დიდგორის II ჩიხისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 24.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №85  2023 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი  ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2.  ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3.  ნაძალადევის რაიონში, ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხს მიენიჭოს სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4.  ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის შესახვევთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს გენერალ ნესტორ გარდაფხაძის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 6. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).  საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე