ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016761
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის I შესახვევისთვის და ალექსანდრე ჭავჭავაძის II ჩიხისთვის ფიჭვების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 27.04.2021 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნიკოლოზ ლანდიას ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 01.10.2020 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის არტილერისტის გიორგი გურამიშვილის ქუჩის და გიორგი გურამიშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 15.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №86 2023 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.  ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩას და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე