ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016763
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოლკოვნიკის ზაალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორ მიხეილ გამკაძის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №88
2023 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე