თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2023
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016485
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო ბეჭვდითი სააგიტაციო მასალების/პლაკატების/ გასაკრავი ადგილების გამოყოფისა და წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის/ ჩასატარებელი შენობა–ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2023 წლის 27 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 46-ე მუხლებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
აკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა:
1.
საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
2.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
მუხლი 2🔗.
საარჩევნო პლაკატები შეიძლება განთავსდეს შემდეგ ადგილებზე:
ა)
დაბა თიანეთისა და ზემოთიანეთის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია;
ბ)
დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი;
გ)
თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი.
დ)
სოფელ ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე
ტერიტორია.
მუხლი 3🔗.
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს დაბა თიანეთის ტერიტორიაზე და ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 4🔗.
ამ დადგენილების მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 5🔗.
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
მუხლი 6🔗.
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
მუხლი 7🔗.
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 8🔗.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი