ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2023
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2023
matsne.gov.ge 309 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 26.04.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 13.09.2024 ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი პირველი ობჩა), სოფელ I ობჩაში I-ლი ქუჩისათვის „არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.07.2025 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი), სოფელ ფერსათსი 28-ე ქუჩისათვის „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 26.09.2025 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 30.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 10 2023 წლის 24 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63- მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების (ამონაწერის სხდომის ოქმის №35) საფუძველზე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ II ობჩის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 მარტის N 166 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში მდებარე 28 -ე ქუჩას მიენიჭოს „გიორგი გეწაძის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა). 3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში-საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                            ნოდარ გიორგიძე