ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი), სოფელ ფერსათსი 28-ე ქუჩისათვის „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №30 |
|
2025 წლის 26 სექტემბერი ქ. ბაღდათი |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №115 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ფერსათის (საკადასტრო კოდი 30.12.00.000) მდებარე 28-ე ქუჩას მიენიჭოს „აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე