გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №17

2022 წლის 14 იანვარი

ქალაქი გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ მერის ინიციატივა.

იქედან გამომდინარე რომ, ზემოთაღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოზანშეწონილია საკითხი გატანილო იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩებებს მიენიჭოს სახელები თანდართული №1 დანართის შესაბამისად.

2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს. მერიამ მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.

5.  განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              დავით რაზმაძე