გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №16
2022 წლის 14 იანვარი
ქალაქი გორი
იქედან გამომდინარე რომ, ზემოთაღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოზანშეწონილია საკითხი გატანილო იქნეს საკრებულოს სხდომაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებულ ქუჩებებს მიენიჭოს სახელები თანდართული №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 და №8 დანართების შესაბამისად.
2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს. მერიამ მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.