გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№245
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №245

2021 წლის 10 დეკემბერი

ქალაქი გორი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების,  დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის  დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების,   საქართველოს კანონის  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვარის, პატარა გორიჯვარის, რიეთის, კოშკების დასახლებაში (სკრის ადმინისტრაციული ერთეული) არსებულ ქუჩებს მიენიჭოს სახელები  თანდართული #1 დანართის შესაბამისად.

2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელების: დიდი გარეჯვარის და პატარა გარეჯვარის  დასახლებაში არსებულ ქუჩებს მიენიჭოს სახელები  თანდართული #2 დანართის შესაბამისად.

3. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს. მერიამ მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო  ღონისძიებების გატარება.

4. განკარგულება  მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. განკარგულება გაეგზავნოს  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში  მოახდინოს  ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება.

 6. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

7. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                    დავით რაზმაძე