ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2023
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,234 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.07.2020 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.09.2022 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.11.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.03.2018 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2023 წლის 28 თებერვალი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1) მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 010260020.35.115.016236, 28.12.2017 წ.,) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის №24 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 1. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და მერიის დებულების შესაბამისად. 2. სამსახურის სრული დასახელებაა: დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 3. სამსახური შედგება: სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისგან და თანამშრომლებისგან. 4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/დავალებული კურატორი მერის მოადგილე. 7. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 8. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 9. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ლენტეხი თამარ მეფის ქუჩა №24. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები    სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:     ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და  თავისუფლების დაცვა;     ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;     გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;    დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;     ე)საქმიანობის განხორციელება, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;     ვ) მიუკერძოებლობა;     ზ)  საჯაროობა;     თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები   1. სამსახურის ამოცანები: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების (კოორდინაცია და ზედამხედველობა) მართვა; გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კომპეტენციის ფარგლებში  კონტროლის განხორციელება; ე) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებების ხელშეწყობა; ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულების განსაზღვრა; ზ) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 2.  სამსახურის ფუნქციები:  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის მინიჭებას,  შეჩერებას და გაუქმებას; გ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; დ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; ე) შეიმუშაოს წინადადებები, დასკვნები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამკურნალო - პროფილაქტიკური დაწესებულების გახსნის, გაუქმების და რეორგანიზაციის შესახებ; ვ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და განახორციელოს ორგანიზებული ღონისძიებები; ზ)  უმუშევართა რეგისტრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ი) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, პროგრამების შემუშავება, განხორციელება; კ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებთან შეთანხმებული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ)  ეკომიგრანტი ოჯახების შემოწმება, კატეგორიის მინიჭება, დოკუმენტაციის სრულყოფა და თანამშრომლობა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო  წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან; მ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების შემოწმება და თანამშრომლობა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული  ერთეულის (ქვედანაყოფის – განყოფილებებისაგან)   და შესაბამისი დარგის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის   სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოციალური დაცვის განყოფილება; ბ) ჯანმრთელობის  დაცვის განყოფილება. 3. სამსახურის დარგობრივი  სპეციალისტები არიან: ა) მთავარი სპეციალისტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭების  საკითხებში; ბ) სპეციალისტი  სოციალური  დაცვის საკითხებში. 4. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე,   რომელსაც  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით  თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის  მერი. უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მისი  დავალებით, სამსახურის  უფროსის  უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  უფროსი; 5. სამსახურის  მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება უფროსისა და  მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის შესაბამისი დებულების  მიხედვით. განყოფილების უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მის  მოვალეობას  ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე. 7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის შესაბამისი დებულებით. 8. სამსახურის  მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი  კარიერის გავლის  წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციები: ა) წარმართავს სამსახურის   საქმიანობას და  ახორციელებს შესაბამისი  სამსახურის საჯარო  მოსამსახურეთა  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს  აგებს  მერიის სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) საქმიანობის  ძირითადი  მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და მერსს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სამსახურის მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, მერს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა   შესრულებას; ვ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის  მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  სოციალური დაცვის  განყოფილების ფუნქციები: სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალური და დასაქმების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების ხელშეწყობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით რეგისტრაციას. ვ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების  აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროების  განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების  იდენტიფიცირებას  და შესაბამისი დარგობრივი  დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, როდესაც  აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურეობებში  ჩართვას; თ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებებში  სოციალური მუშაობის  ჩატარებას. ი) ბავშვის უფლებების  დაცვასა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე  უფლებამოსილ  სუბიექტებთან  თანამშრომლობის კოორდინაციას. კ) საზოგადოებრივ  გაერთიანებებთან, ბავშვის  თემებზე  მომუშავე  დაწესებულებებთან   და სხვა დაინტერესებულ  პირებთან თანამშრომლობით რეკომენდაციების შემუშავებას; ლ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესზე  მონიტორინგის  გაწევას. მუხლი 7🔗. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები: სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის უფლება-მოსილებათა განხორციელებას; ბ)  ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; გ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის  მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად  მცხოვრები პირებისთვის სტატუსის მინიჭების  საკითხებში სამსახურის  მთავარი სპეციალისტი მაღალმთიან დასახლებაში სტატუსის მინიჭების საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღდგენას; ბ)  მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას. მუხლი 9🔗. სპეციალისტი სოციალური  დაცვის საკითხებში სპეციალისტი სოციალურ საკითხებში უზრუნველყოფს: ა) სოციალურ  დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორცილებას; გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით და შესაბამისი ღონისძიების გატარებას; დ) ოჯახებში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და მასზე  შესაბამის რეაგირებას. მუხლი 10🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. მუხლი 11🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარმოდგენით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით.