მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2023
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016570
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი | ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2023 წლის 28 თებერვალი
ქ. ცაგერი
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-6 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ცაგერის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ინსტრუქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 3🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 4🔗
მოსაკრებლის გადასახადისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 5🔗
იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა ნაგებობა არ არის ვარგისად აღიარებული ექსპლუატაციაში მიღებული, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა მოხდება ამ დადგენილების ამოქმედებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გულისხმობს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობას 1(ერთი) ლარს.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 აპრილის №109 დადგენილება
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი
დანართი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის საკრებულოს გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული,ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2🔗
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2(ორი) ლარით.
მუხლი 3🔗
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის საკურორტო ზონაში განისაზღვროს 4 (ოთხი) ლარით, ხოლო საკურორტო ზონებში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 (ხუთი )ლარით.
მუხლი 4🔗
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია ცაგერის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
მუხლი 5🔗
ისეთი შენობა-ნაგებობების (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის - 200 ლარით, IV კლასის ობიექტებისათვის - 400 ლარით.
მუხლი 6🔗
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით.
მუხლი 7🔗
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 8🔗
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას.
მუხლი 9🔗
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საბანკო დაწესებულების მეშვეობით ცაგერის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე:
ა) მიმღები ანგარიში - ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში -
ბ) მიმღები ბანკი- ხაზინა
გ) ბანკის კოდი - RESGE 22
დ) ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი - 300333090 მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათის.