2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2023
ძალაში შესვლა 01.03.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023923
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2026 – 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №90
2023 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
მუხლი 1🔗
1. 2023 წლის 10 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/ წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.
5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.
6. სამუშაო ჯგუფმა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System – ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფში.
7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლები.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2023 წლის 28 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2024 − 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1 დანართის შესაბამისად, 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, №2 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად;
გ) 2024 − 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1ა დანართისა და №2 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელიც უნდა დაიწყოს 2024 − 2027 წლების საშუალოვადიან პერიოდში, განახორციელონ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილების შესაბამისად და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში (მათ შორის, 20 მლნ ლარისა და მეტი ღირებულების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები უნდა გამოიყოს პროგრამის/ქვეპროგრამის სახით, ცალკე პროგრამულ კოდად).
3. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 2023 წლის 28 აპრილისა, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. 2024 − 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კლიმატის ცვლილებასთან კავშირების იდენტიფიცირება, ხოლო 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადებში აღნიშნული კავშირების ასახვა სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) „პოლიტიკის კლასიფიკატორის“ მეშვეობით.
2. 2024 − 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან (სამსახურთან) კოორდინაციით, უზრუნველყონ მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კავშირების იდენტიფიცირება გენდერულ ჭრილში, ხოლო 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადებში აღნიშნული კავშირები ასახონ სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) „პოლიტიკის კლასიფიკატორის“ მეშვეობით.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2024 − 2027 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის მიწოდება არაუგვიანეს 2023 წლის 22 მაისისა.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
მუხლი 5🔗
1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2024 − 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 30 ივნისამდე დამტკიცება, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №1 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივლისისა.
მუხლი 6🔗
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.
მუხლი 7🔗
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2023 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
მუხლი 8🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით, უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.
მუხლი 9🔗
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი