სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 6 23 00000476
2023 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „ევექსის ჰოსპიტლებზე“ (ს/კ 404476205; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა №206) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000025, ბრძანება №02-113/ო, 03.04.2019წ);
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის, სოფიო ანდღულაძის განცხადება N82592, 26.01.2023წ.;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ადამიას წერილი NMOH 8 23 00194081, 22.02.2023წ.
სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე