სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 8 23 00000252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № REG 8 23 00000252

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 3 აპრილის №02-117/ო ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,ევექსის ჰოსპიტლებზე“ (ს/კ 404476205; მის: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №125) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“– სალიცენზიო მოწმობა N000026

3. დაევალოს სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ (ს/კ 404476205) უფლებამოსილი წარმომადგენლის, სოფიო ანდღულაძის განცხადება №10220 09.01.2023წ. და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ადამიას N MOH 0 23 00112768 01.02.2023წ. წერილი.

 

 სააგენტოს დირექტორი                                                        ლიანა ჭუმბურიძე


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2023.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 03.02.2023. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 8 23 00000252.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №REG 8 23 00000252, 03.02.2023 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5740623/