სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №REG 2 24 00000930
2024 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 29 აგვისტოს №REG 1 23 00002208 ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,სისხლის ბანკზე“ (ს/კ 205222285; მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქუჩა №6) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცეზია“ (სალიცენზიო მოწმობა N000048).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,სისხლის ბანკის“ (ს/კ 205222285) დირექტორის, დავით ლოლიაშვილის განცხადებები: №346164, 26.03.2024 წ; №350045, 27.03.2024 წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2024.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 27.03.2024. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 2 24 00000930.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №REG 2 24 00000930, 27.03.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6161907/