სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს ბრძანება REG 8 25 00000043
2025 წლის 17 იანვარი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 31 დეკემბრის №1056/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს კარდიოლოგიურ კლინიკა „გულზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა №9) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №001967).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კარდიოლოგიური კლინიკა გულის'' (ს/კ 206048533) გენერალური დირექტორის, ანზორ მელიას განცხადებები: №17106, 13.01.2025 წ; №9787, 13.01.2025 წ; №21639, 14.01.2025 წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 17.01.2025. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 8 25 00000043.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №REG 8 25 00000043, 17.01.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6404334/