სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №REG 9 25 00000044
2025 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 31 დეკემბრის N1056/ო ბრძანება, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს კარდიოლოგიურ კლინიკა „გული-ზუგდიდიზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 30) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა N001960).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კარდიოლოგიური კლინიკა გულის'' (ს/კ 206048533) გენერალური დირექტორის, ანზორ მელიას განცხადებები: N17106, 13.01.2025წ; N9787, 13.01.2025წ; N21639, 14.01.2025წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 17.01.2025. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 9 25 00000044.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ“, №REG 9 25 00000044, 17.01.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6404472/