ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2023
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-123.123230581
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.142.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2023
matsne.gov.ge 205 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 27.03.2023 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 25.11.2024 დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 22.11.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 24.03.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება: გ-123.123230581 2023 წლის 27 თებერვალი ქ.  ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული  ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე’’ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. განხორციელდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების: საღამოს, დიდი გონდრიოს, დილითის, მამწვარის, პატარა გონდრიოს, ყულალისის, კატნატუს, პატარა ხანჩალის, თორიის, უჩმანის, ყაურმის, დიდი არაქალის, პატარა არაქალის, ასფარის, როდიონოვკის, ტამბოვკის, ვლადიმიროვკისა და ფოკის სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების  შესაბამისად.  2. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში, რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.  5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. №110).  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  ვაან აროიან