ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-17. 17230839
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.139.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17230839

2023 წლის 24 მარტი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილის და 2023 წლის 14 მარტის N52033 წერილის თანახმად:

1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების შესაბამისად;

3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს  სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           დავით ზაალიშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2023.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“?
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ მიღებულია 24.03.2023. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-17. 17230839. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.139.016011.
სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“, №გ-17. 17230839, 24.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5760823/