„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-118 |
|
2023 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების გარკვეულ ნაწილთან შესაბამისობა არ მიიღწევა, დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია შეატყობინოს მინისტრს ამ შეუსაბამობის ფაქტებისა და მისი შედეგების შესახებ.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ე) სამინისტროს სისტემაში პროცესების, ოპერაციების, პროგრამების მნიშვნელოვანი ცვლილებების საპასუხოდ, ახდენს დამტკიცებული წლიური გეგმის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წლიურ გეგმაში შესატან ცვლილებებს;
ვ) მონაწილეობს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებაში და უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას. პერიოდულად ახდენს პროგრამის გადახედვას;
ზ) იხილავს და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებაში;
ი) ახდენს დეპარტამენტის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების მოძიებას და სწავლების ხელშეწყობას, დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სხვა კომპეტენციების ერთობლივად ფლობის უზრუნველსაყოფად;
კ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტებს, მონაწილეობს მათ დანერგვაში;
ლ) ახორციელებს შიდააუდიტორული საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს;
მ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ისეთ შეუსაბამობებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ შიდა აუდიტის საქმიანობაზე და მის მასშტაბზე;
ნ) დეპარტამენტის რესურსების შესაბამისობის, საკმარისობის და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, მათი ეფექტიანი განაწილებისთვის, წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ო) განიხილავს და დეპარტამენტის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
პ) განიხილავს აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურ სამუშაო პროგრამას;
ჟ) ახდენს შიდააუდიტორული შემოწმებების კოორდინაციას, ზედამხედველობას, განიხილავს შიდააუდიტორული შემოწმების ანგარიშებს;
რ) ახორციელებს კოორდინაციასა და ზედამხედველობას შიდა აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი პირების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა მონიტორინგის პროცესზე და განიხილავს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშებს;
ს) ახორციელებს შიდააუდიტორული საქმიანობის ხარისხის პერიოდულ თვითშეფასებას და თვითშეფასების ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ტ) ახდენს შიდა აუდიტორების კომპეტენციების შეფასებების და პროფესიული განვითარების გეგმების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას;
უ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობაში რისკის მართვის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში;
ფ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“.
|