"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 22.01.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №22/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.006.315
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 04/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.07.2003
- ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი 05.12.2002
დოკუმენტის ტექსტი
"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 56.7pt 28.35pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.006.315
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №22/ნ
2004 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის (სსმ I, №33, 2002 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 162🔗) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (დანართი №1) და მათი ლეგალური ბრუნვის წესები (დანართი №2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” 2003 წლის 21 ივლისის №151/ნ (სსმ III, №78, 2003 წლის 31 ივლისი, მუხლი 709🔗) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. გამყრელიძე
დანართი № 1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა
I ნუსხა
1. აზოტის ქვეჟანგი (მალხენი აირი)
;
2. ეთერი (სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ეთერის ნებისმიერი სახეობა)
;
3. კეტამინი
;
4. ნატრიუმის თიოპენტალი
;
5. პროპანიდიდი
;
6. ფტოროტანი
;
7. ქლორეთილი
;
8. ქლოროფორმი
;
9. ჰალოტანი
;
10. ჰექსენალი
.
II ნუსხა
1. აზაფენი
;
2. ამინაზინი
;
3. ბრომიზოვალი
;
4. დროპერიდოლი
;
5. თიორიდაზინი (სონოპაქსი)
;
6. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები)
.
7. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები:
ა) - კაფეტინი
;
ბ) - დჰკ-კონტინიუსი
;
დ) - ნეო-კოდიონი
;
ე) - პენტალგინი
;
ვ) - სედალგინ-ნეო
;
ზ) - სოლპადეინი
;
თ) - სპაზმოვერალგინ ნეო
;
8. სოლუტანი
;
9. ფენილპროპანოლამინი და მისი შემცველი კომბინირებული პრეპარატები
;
10. ფენაზეპამი
;
11. ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (მხოლოდ მოცემული შემადგენლობით და დოზებით):
ა) ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდი 0,120 გ + ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 0,005 გ)
;
ბ) ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდი 0,120 გ + ლორატადინი 0,005 გ)
.
12. ციკლოდოლი
შენიშვნა:
ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში მითითებული სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა (გარდა ამ დანართით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;
ბ) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის პრეპარატები, რომლებიც თავისი შემადგენლობით არ მიეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიებს.
დანართი № 2
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები
1. ამ ბრძანებით დამტკიცებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების (შემდგომში
– სამკურნალო საშუალებები) იმპორტ-ექსპორტისა და საბითუმო რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის უფლების მქონე ფარმაცევტულ ბაზას.
2. I ნუსხაში მითითებული სამკურნალო საშუალებების (შემდგომში
– I ნუსხის სამკურნალო საშუალებები) საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის რეჟიმში.
3. სამკურნალო საშუალებების წარმოების და საბითუმო რეალიზაციის (მათ შორის
, საექსპორტო ოპერაციის განხორციელების გზით) უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის უფლების მქონე ფარმაცევტულ საწარმოს.
4. II ნუსხაში მითითებული სამკურნალო საშუალებების (შემდგომში
– II ნუსხის სამკურნალო საშუალებები) იმპორტის (ექსპორტის) განხორციელებისას იმპორტიორი იურიდიული პირი არ საჭიროებს საიმპორტო (საექსპორტო) ნებართვის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექსპორტიორი ქვეყანა მოითხოვს აღნიშნულ დოკუმენტს.
5. აკრძალულია I ნუსხის სამკურნალო საშუალებების რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია.
6. აფთიაქს უფლება აქვს განახორციელოს II ნუსხის სამკურნალო საშუალებების საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
7. II ნუსხის სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ ფორმა №2 რეცეპტის ბლანკზე. ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა № 2 რეცეპტის ნომერი და დასაბუთება წამლის დანიშვნის მართებულობის შესახებ.
8. I და II ნუსხებში მითითებული სამკურნალო საშუალებები ექვემდებარებიან საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას.
9. ფარმაცევტული საწარმო და ბაზა ვალდებულია სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივნისის №152/ნ (ს
სმ III
, № 78, 2003 წლის 31 ივლისი, მუხლი 710🔗) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციისათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ” ბრძანებით განთვალისწინებულ ვადებში და დადგენილი ფორმით.