“წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების მეთტოდური მითითებების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 22.01.2004
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.318
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 05/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| რაოდენობრივიგანსაზღვრა | რაოდენობრივიგანსაზღვრა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების მეთტოდური მითითებების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 37.9pt 35.45pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.318
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №16/ნ
2004 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ
წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ჰიგიენური შეფასების საერთო კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დადგენის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასება”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
წყალმომარაგების სისტემებში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასება
მეთოდური მითითებები მმ 2.1.4. 007-04
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. წინამდებარე მეთოდური მითითებები (შემდგომში – მეთოდური მითითებები) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” შესაბამისად.
2. მეთოდური მითითებების მოთხოვნები სავალდებულოა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ცენტრებისათვის (ლაბორატორიებისათვის), რომლებიც აწარმოებენ სასმელი და ცხელი წყლით წყალმომარაგების სისტემებში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობების (შემდგომში – პროდუქციის) ჰიგიენურ გამოკვლევებს.
3. მეთოდური მითითებები ვრცელდება:
ა) წყალში დამატებულ რეაგენტებზე: ფლოკულანტები, კოაგულანტები, მინადუღწინაღი, ანტიკოროზიული საშუალებები, სტაბილიზატორები და სხვა;
ბ) მოწყობილობებსა და საკონსტრუქციო მასალებზე: მილები, ონკანები, წყლის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი პოლიმერული და მეტალის ჭურჭელი, საიზოლაციო მასალები, შუასადებები;
გ) მოწყობილობებისა და საკონსტრუქციო მასალების შიდა ზედაპირის დასამუშავებლად გამოყენებულ საშუალებებზე: ლაქები, საღებავები, ემალები, ჰერმეტიკები, საცხები, ანტიკოროზიული საფარი, რეზინები, პოლიმერული მასალები და სხვა;
დ) წყალსადენის სადგურებში წყლის მომზადებისას გამოყენებულ ჩასატვირთ საფილტრაციო მასალებზე (ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის): იონმიმოცვლითი ფისები, მემბრანები, სორბენტები;
ე) წყალმომზადებაში გამოყენებულ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ წყალში შეუსწავლელი ქიმიური ნაერთების მოხვედრა ან მათი მიგრაციისა და ტრანსფორმაციის გაძლიერება.
4. წყალთან შეხებაში მყოფი პროდუქციის უსაფრთხოების ჰიგიენური შეფასება უნდა ეყრდნობოდეს წყლის ხარისხის ჰიგიენურ ნორმატივებს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ. მიგრირებული ნაერთების გამოვლენის შემთხვევაში, რომელთათვისაც არ არსებობს ჰიგიენური ნორმატივები, დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს წყალში მათი ზდკ-სა და ანალიზური კონტროლის მეთოდების განსაზღვრისათვის სამუშაოების ჩატარება.
თავი II
წყალმომარაგების სისტემებში გამოყენებული მასალების, რეაგენტებისა და მოწყობილობების, უსაფრთხოების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები
მუხლი 2🔗.
1. ახალი სახეობის პროდუქციის გამოცდისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მათი უსაფრთხოების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები. მათ შორის ექსპლუატაციის პროცესში პროდუქცია:
ა) არ უნდა ახდენდეს გარემო ობიექტებზე (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, საკვები პროდუქტები, საცხოვრებელი ბინა), როგორც ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე, მავნე ზემოქმედებას;
ბ) არ უნდა იწვევდეს წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების გაუარესებას;
გ) არ უნდა იწვევდეს წყალში ნაერთების მოხვედრას ჯანმრთელობისათვის საშიში კონცენტრაციით;
დ) არ უნდა ახდენდეს წყალში და/ან საკონსტრუქციო მასალებში მიკროფლორის განვითარებაზე გავლენას;
ე) არ უნდა წარმოქმნიდეს ნაერთებს და/ან ტრანსფორმაციის პროდუქტებს ჯანმრთელობისათვის საშიშ კონცენტრაციებში.
2. უსაფრთხოების დამატებით კრიტერიუმს წარმოადგენს ნივთიერებების მიგრაციის რეჟიმის დროში განსაზღვრა: კლებადი, სტაბილური ან მზარდი.
3. ახალი ტექნოლოგიების შეფასებისას შესწავლილ უნდა იქნეს მათი ჰიგიენური ეფექტურობა და გამოყენების პირობები წყლის ხარისხისა და შედგენილობის, აგრეთვე წყლის ხარისხზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის გათვალისწინებით.
თავი III
წყალმომარაგების სისტემებში გამოყენებული მოწყობილობებისა და საკონსტრუქციო მასალების ჰიგიენური შეფასება
მუხლი 3🔗. კვლევის ჩატარების წესი
1. მოწყობილობებიდან და საკონსტრუქციო მასალებიდან ქიმიური ნივთიერებების მიგრაციის დონეებისა და პროცესების ჰიგიენური შეფასებისათვის კვლევის ჩატარებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ჭურჭელი, რომელშიც თავსდება საკვლევი ნიმუშები უნდა იყოს მინის, იხურებოდეს მინით ან სპეციალური ფირით, პროდუქციიდან წყალში ნივთიერებების შესაძლო მიგრაციისას მათი აორთქლებისა და აქროლების თავიდან აცილების მიზნით;
ბ) კვლევისათვის წყლის საერთო მოცულობა აღებულ უნდა იქნეს არანაკლებ 5–10 ლ;
გ) ნაკეთობის ფართობის წყლის მოცულობასთან სტანდარტული შეფარდება (ხვედრითი ზედაპირი) უნდა შეადგენდეს 1 სმ2 : 1 სმ3 ან 1 სმ–1.
2. ფასონური ნაწილებისა და დეტალების კვლევისას, გამოიყენება შესაბამისი გეომეტრიული ფორმულები, დეტალების ფორმების გათვალისწინებით.
3. მილის მონაჭერის გამოცდის დროს, მონაჭერის შიგა ზედაპირის ფართობი (S) ცალმხრივი დამცავი საფარით, გამოითვლება ფორმულით:
S= 2
r – მილის შიგა რადიუსი;
l – მილის მონაჭერის სიგრძე.
4. მილის მონაჭერის ან ორმხრივი საფარის მქონე მილის მონაჭერის (შიგა და გარე ტორსის ჩათვლით) საერთო ზედაპირი (S) გამოითვლება ფორმულით:
S= 2
ბ) საშიშროების 1–2 კლასის ნაერთების შეფასებისას, კრიტერიუმად გამოიყენება წყალში მათი ზდკ-ის 1/2 ტოლი სიდიდე;
გ) ინტეგრალური მაჩვენებლებისათვის დასაშვებია პერმანგანატული ჟანგვადობის 5 მგ/ლ-მდე მატება, pH უნდა იყოს 6,5–9 ფარგლებში, საერთო ორგანული ნახშირბადი –4 მგ/ლ (სიდიდე მოწოდებული ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის საკონსულტაციო საბჭოს მიერ).
2. რამდენიმე ქიმიური ნაერთის აღმოჩენისას, რომლებიც მიეკუთვნებიან საშიშროების 1–2 კლასსა და ნორმირდებიან მავნეობის სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური ნიშანთვისებით, წყალში აღმოჩენილი თითოეული მათგანის კონცენტრაციის მათ ზდკ-სთან შეფარდებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1/2-ს. გაანგარიშება წარმოებს ფორმულით:
C1 ფაქტ. C2 ფაქტ. Cn ფაქტ.
–––––– + –––––– + ..... + ––––––– ≤ 0,5, სადაც
C1დას. C2 დას.
Cn დას.
C1, C2, Cn – საშიშროების 1-ლი და მე-2 კლასის ინდივიდუალური ქიმიური ნაერთების კონცენტრაციები: ფაქტ. – ფაქტობრივი და დას. – დასაშვები
3. შედეგების შეფასებისას დაუშვებელია ორიენტირება მხოლოდ ინტეგრალური მაჩვენებლების ცვლილებებზე (ჟბმ, პერმანგანატული ჟანგვადობა, საერთო ორგანული ნახშირბადი და სხვა), როგორც მავნეობის კრიტერიუმებზე. ამ მაჩვენებლების შეფასება ხდება ორგანოლეპტიკური, ანალიზური, მიკრობიოლოგიური კვლევებისა და ჰიდრობიონტებზე ცდების შედეგებთან კომპლექსში.
4. აკრძალულია წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებულ მასალებზე, მოწყობილობებზე, რეაგენტებზე დადებითი ჰიგიენური შეფასების გაცემა:
ა) თუ მათ შედგენილობაში და/ან რეცეპტურაში ისეთი ნივთიერებებია, რომელთა ადამიანისათვის კანცეროგენობა დადასტურებული და/ან სავარაუდოა;
ბ) თუ გამოვლინდა მიგრაციის მზარდი პროცესი დროში და/ან მიგრაციის პროცესის მეორადი ზრდა ანუ დაძველება (კლებადი მიგრაციის პროცესის შეცვლა მეორადი ზრდით);
გ) როცა ადგილი აქვს მიგრირებული ნივთიერებების ჰიგიენური ნორმატივების სიდიდეების გადაჭარბებას, მიგრაციის პროცესის სტაბილური ხასიათისას;
.
დ) წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების გაუარესებისას, რომელიც არ ქრება გარეცხვის შემდეგ;
ე) წყალში მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების 10 და მეტჯერ მატებისა და პარალელურად ამიაკის, ნიტრიტების მომატებისას (ნიტრიტებისა და ამიაკის მატების არარსებობისას, მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების ორი რიგით მომატება მნიშვნელოვნად მიიჩნევა), რომელიც არ იცვლება გარეცხვით;
ვ) ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებით ტრანსფორმაციის პროდუქტების ისეთ კონცენტარციებში წარმოქმნისას, რომლებიც აღემატება მათ ჰიგიენურ ნორმატივებს და/ან ცვლიან წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებს;
ვ) ცდებში ლაბორატორიულ ცხოველებზე საერთო ტოქსიკური, ალერგენული, კან-გამაღიზიანებელი, კან-რეზორბციული, მუტაგენური მოქმედებების და/ან სხვა შორეული ეფექტების გამჟღავნებისას.
5. თუ წინასწარი გარეცხვა ვერ უზრუნველყოფს მიგრაციის პროცესების შეჩერებას, მიეცემა რეკომენდაციები წარმოების ტექნოლოგიის შესაცვლელად (თერმული და ვაკუუმით დამუშავების ჩართვა), რეცეპტული შედგენილობის შესაცვლელად: იმ ნაერთების პროცენტული შემცველობის შემცირებისა და/ან რეცეპტურიდან ამოღების გზით, რომლებიც განსაზღვრავენ მიგრაციის საშიშროებას მავნეობის მალიმიტირებელი ნიშან-თვისების მიხედვით, საშიშროების 1-ლ კლასს მიკუთვნებული ნივთიერებების ამოღებით, ან გარეცხვის უფრო ეფექტური ხერხის შემოღებით.
6. შესაძლებლია აგრეთვე გამოყენებული იქნეს ნედლეულში და/ან თვით პროდუქციაში (მასალებში) ნაერთების ნორმირების პრინციპი, რომელთა მიგრაციისას არ შეიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში კონცენტრაციები. ეს მოთხოვნები შეტანილ უნდა იქნეს პროდუქციის წარმოების ტექნიკურ პირობებსა და ტექნოლოგიურ პროცესში. დადებითი ჰიგიენური შეფასება გაიცემა მაშინ, როცა პროდუქცია შეესაბამება ზემოთ მოყვანილ უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს და/ან თუ დადასტურებული იქნება წინასწარი გარეცხვის ეფექტურობა.
7. ბიონაზარდის პროცესების არსებობისას, პროდუქცია შესაძლებელია ნებადართულ იქნეს გამოსაყენებლად იმ პირობით, თუ პროდუქციასთან კონტაქტირებული წყალი შეიცავს დეზინფექტანტებს, წარმოებს პერიოდული დეზინფექცია და/ან მექანიკური გაწმენდა.
8. პროდუქციის ჰიგიენური შეფასების მასალებში მითითებულ უნდა იქნეს: პროდუქციის ჰიგიენური დახასიათება, გამოყენების სფერო, გამოყენების, შენახვის, ტარნსპორტირების საჭირო პირობები და უსაფრთხოების ზომები.
9. წყალმომარაგების ცენტრალიზებულ სისტემებში გამოყენებული პროდუქციისათვის მითითებულ უნდა იქნეს საკონტროლებელი მაჩვენებლები უსაფრთხოების მალიმიტირებელი ნიშან-თვისების მიხედვით, ან დადგენილ უნდა იქნეს ნაერთების დასაშვები დონეები, რომლებიც განსაზღვრავენ წყალში მიგრაციის საშიშროებას, რომლებიც შემდგომში შეტანილ იქნება ეროვნულ სტანდარტში, ტექნიკურ პირობებში.
10. თუ დადასტურებულია პროდუქციის წინასწარი გარეცხვის ეფექტურობა, მისი ჩატარების პირობები (ხანგრძლივობა და ტემპერატურული რეჟიმი) შეტანილ უნდა იქნეს არა მარტო ჰიგიენური შეფასების მასალებში, არამედ პროდუქციის თანმხლებ ინსტრუქციასა (ეტიკეტი) და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
11. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებით ნახევრადსაწარმოო და/ან ნატურული გამოცდის ჩატარება (დაძველების და ნივთიერებების მიგრაციის პროცესებზე იმ მოქმედი ფაქტორების შეფასება, რომელთა შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში შეუძლებელია), გაიცემა უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წლის ვადით.
12. წარმოების ტექნოლოგიისა და პროდუქციის შედგენილობის უცვლელობის შემთხვევაში უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის განმეორებითი გაცემისას, რომელიც თავის მხრივ დამოწმებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით, პროდუქციის შემოწმება წარმოებს უსაფრთხოების წამყვანი კრიტერიუმის მიხედვით.
თავი IV
წყალმომზადების სისტემებში გამოყენებული რეაგენტების ჰიგიენური შეფასება
მუხლი 13🔗.
1. წყალმომზადების სისტემებში გამოყენებული რეაგენტების ჰიგიენური შეფასებისას გამოიყენება უსაფრთხოების ძირითადი ჰიგიენური კრიტერიუმები და კვლევის ეტაპები მეთოდური მითითების მე-3, მე-5 მუხლის მიხედვით.
2. წყალწმენდასა და წყალმომარაგებაში გამოყენებული რეაგენტების (ფლოკულანტები, კოაგულანტები, მინადუღწინაღი, ანტიკოროზიული საშუალებები, სტაბილიზატორები და სხვა) ჰიგიენური შეფასებისას, აუცილებელია წყალში მათი ზდკ-ის დასაბუთება.
2. ყველა რეაგენტის კვლევა სავალდებულოა მოიცავდეს შემდეგ დამატებით ნაწილს:
ა) ძირითადი ნივთიერების ქიმიური შედგენილობის შესწავლას, წარმოდგენილ პასპორტთან და/ან სტანდარტთან, ტექნიკურ პორობებთან და წარმოდგენილ სხვა დოკუმენტაციის მონაცემებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. მათ შორის მინარევების შემცველობის შემოწმებას.
ბ) მოლეკულური მასის, სინთეზის საწყისი და შუალედური პროდუქტების შემცველობის, მძიმე ლითონების, სტაბილიზატორების, პლასტიფიკატორების ანალიზურ განსაზღვრას, მონომერებისა და ოლიგომერების და სხვ. არსებობასა და შემცველობას.
3. მინარევები ისაზღვრება როგორც წყლით, ასევე ორგანული გამხსნელებით ექსტრაქციის გზით. პროდუქტებში მათ შემცველობას საზღვრავენ მგ/კგ-ში.
4. რეაგენტის გამოყენების პროცესში წყალში მოხვედრილი მინარევების ანალიზი ხორციელდება წყალში ისეთი კონცენტრაციების გახსნის გზით, რომლებიც სამუშაო დოზას აღემატება 3–5-ჯერ. ექსპოზიციის დრო დამოკიდებულია რეაგენტის გამოყენების პირობებსა და იმ მინარევების თვისებებზე, რომელთა ექსტრაჰირება წყლით სავარაუდოა (ხსნადობა, სტაბილურობა, აქროლადობა). აქროლად ნაერთებს საზღვრავენ ექსპოზიციის 1–3–12–24 სთ-ის შემდეგ, ხოლო მცირედ აქროლადებსა და სტაბილურ არააქროლადებს 24–96 სთ-ის ექსპოზიციის შემდეგ.
5. წარმოებს იმ გამოვლენილი მინარევების კონცენტრაციების გაანგარიშება, რომლებიც შეიძლება წყალში წარმოიქმნას, მასში რეაგენტის 3–5 სამუშაო დოზის რაოდენობის შემცველობისას.
6. მიღებული შედეგები წარმოდგენილი მგ/ლ-ში, შედარებულ უნდა იქნეს გამოვლენილ ნივთიერებების ზდკ-თან ან სდდ-თან და შეფასდეს მინარევების საშიშროება ან მათი ნორმირების საჭიროება.
7. შეისწავლება წყალში მოხვედრილი ნივთიერებების მიგრაციისა და ტრანსფორმაციის დინამიკა, ასევე რეაგენტების სტაბილურობა, ტრანსფორმაციის იმ პროდუქტების აუცილებელი განსაზღვრით, რომლებიც წარმოიქმნება წყლის დამუშავებისა და გაწმენდის პროცესში რეალურად არსებული ფაქტორების ზემოქმედებით. კვლევა წარმოებს მეთოდური მითითების შესაბამისად (№2966–84.). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყლის ქლორირების პროცესში ტრანსფორმაციის პროდუქტების წარმოქმნის საშიშროებას;
8. ფლოკულანტების ტესტირება მიზანშეწონილი არ არის ჩატარდეს Daphnia magna Straus-ზე, რადგან პოლიმერულ ნაერთები მათზე ახდენენ არა ქიმიურ, არამედ მავნე ფიზიკურ ზემოქმედებას, ამ ორგანიზმების სასუნთქ და მამოძრავებელ ორგანოებზე ადსორბირებითა და მათი მოძრაობის შეწყვეტით. ეს ზემოქმედება მით უფრო ძლიერია, რაც მეტია რეაგენტის ფლოკულაციური თვისება, მაგრამ არ არის დამოკიდებული მის ტოქსიკურობაზე. უფრო სარწმუნოა მონაცემები ფიტობაქტერიებსა და სხვა ჰიდრობიონტებზე ტოქსიკურობის შესახებ, შეხამებული ჟანგვადობისა და საერთო ორგანული ნახშირბადის სიდიდეებთან.
9. სხვა სახის რეაგენტებისათვის გამოიყენება Daphnia magna Straus-ზე ტესტირების შედეგები, 96 სთ-ის განმავლობაში.
10. წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული რეაგენტების კვლევის შედეგების ჰიგიენური შეფასება ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) სამუშაო დოზებისა და მავნეობის ტოქსიკურობის ნიშნის მიხედვით ზღვრული კონცენტრაციის სიდიდეის ზკტოქს შეფარდებით. თუ. ზკტოქს დაბალია სამუშაო დოზის 2–3 ჯერად სიდიდეზე, რეაგენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული;
ბ) საშიშროების კლასით (წყალმომარაგებაში დასაშვებია რეაგენტებად მხოლოდ საშიშროების მე-3 და მე-4 კლასის ნაერთების გამოყენება); მინარევების შემცველობა, წყალში მათი მოხვედრის ყველაზე ხელსაყრელ პირობებში არ უნდა აღემატებოდეს 1/2 ზდკ რეაგენტის 3-ჯერად სამუშაო დოზაზე გაანგარიშებით. ამასთან, ვარაუდობენ რომ რეაგენტის გამოყენებისას მინარევები მთლიანად ექსტრაჰირდება წყალში;
გ) ტრანსფორმაციის პროდუქტების საშიშროებით (არ უნდა წარმოიქმნას საწყის ნივთიერებებზე უფრო მეტად საშიში ნივთიერებები ისეთ კონცენტრაციებში, რომლებიც აღემატება მათ ზდკ-ს და/ან სდდ-ს); ჰიდრობიონტებისათვის არ უნდა იზრდებოდეს ტოქსიკურობა.
თავი V
ცხელი წყლით მომარაგების სისტემებში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობების ჰიგიენური შეფასება
მუხლი 14🔗.
1. იმ პროდუქციიდან მიგრაციის პროცესის შეფასებისას, რომელიც ექსპლუატაციის პირობების მიხედვით მაღალი ტემპერატურის მქონე წყალთანაა კონტაქტში, საჭიროა მიგრაციის პროცესის გაძლიერების გათვალისწინება და მისი გამოყენების სფეროს გაფართოება (სამეურნეო-საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებში, კომუნალური მეურნეობის ობიექტებში და პირადი ჰიგიენისათვის გამოყენება).
2. პროდუქციასთან ცხელი წყლის კონტაქტმა არ უნდა გამოიწვიოს მისი ხარისხის გაუარესება.
3. მიგრაციის პროცესის შესწავლა წარმოებს მეთოდური მითითების მე-3 მუხლით გათვალისწინებული საერთო კრიტერიუმების შესაბამისად. დამატებითი კრიტერიუმების შესწავლა უნდა მოხდეს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის პირობების დარღვევისა და მიგრირებული ნივთიერების წყლიდან სათავსის ჰაერში გადასვლის საშიშროების გათვალისწინებით.
4. ექსპერიმენტში მოდელირებულ უნდა იქნეს ის ტემპერატურა, რა ტემპერატურაზეც ექსპლუატაციის პროცესში პროდუქცია იქნება გამოყენებული.
ა) ტემპერატურის მომატებისას მიგრაციის პროცესის დაჩქარების გამო, წყალთან მისი კონტაქტის დრო უნდა იყოს: 50–700C – 10 დღე, 80–1000C – 2 სთ, 130–1700C – 30 წთ;
ბ) ლაბორატორიულ პირობებში 1000C-ზე მაღალი ტემპერატურა მიიღწევა ავტოკლავში და/ან თერმულ ვაკუუმიან დანადგარებში;
გ) საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციიდან (ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტევადობები) მიგრაციის პროცესების შესწავლისას, ცდაში 1000C ტემპერატურას არ ინარჩუნებენ, ანუ პროდუქციას ასხამენ ამ ტემპერატურის წყალს და აყოვნებენ 2 სთ-ით.
5. კვლევის ჩატარება წარმოებს მეთოდური მითითების მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ამასთან, გათვალისწინებელ უნდა იქნეს რიგი თავისებურებები:
ა) მიგრირებული ნაერთების წყლის სუნზე გავლენის შეფასება წარმოებს 600C ტემპერატურაზე;
ბ) მიკროფლორის ზრდა-განვითარება ხდება 370C ტემპერატურაზე, 1000C- ტემპერატურაზე წყალთან პროდუქციის წინასწარი კონტაქტის შემდეგ, რაც შეესაბამება გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციის პირობებს – ჩიხური მონაკვეთები, ღამის საათებში წყლის შეგუბება და სხვა;
გ) არ წარმოებს დესტრუქციის პროდუქტების შეფასება წყლის დამუშავების ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების ზემოქმედებისას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თერმოტრანსფორმაციის პროცესის შესწავლას, გამოყენების პირობების ამსახველი მაქსიმალური ტემპერატურის ზემოქმედებისას.
6. მომატებული ტემპერატურის ზემოქმედებით, პროდუქციიდან ნივთიერებების მიგრაციის პროცესის შეფასებისათვის გამოიყენება წყლის ცვლის მეთოდი.
7. ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტევადობად გამოყენებული პროდუქციის (საკვები პროდუქტისთვის, ცხელი წყლისთვის და ა. შ.) შესაფასებლად, ანალიზური კვლებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ორგანული გამხსნელები: 3%-იანი ძმარმჟავას წყალხსნარი, 15%-იანი ეთანოლის წყალხსნარი, რექტიციფირებული ზეითუნისა და/ან მზესუმზირას ზეთი. ამავე მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გამოხდილი წყალი.
8. ცდების ჩატარებისას, თითოეული გამხსნელისათვის გამოიყენება თავისი პროდუქციის ნიმუში. 50–750C ტემპერატურისას, კვლევა წარმოებს ცდის 1-ლ, მე-3 და მე-10 დღეს; 80–1000C – ნახევარ საათში, 1, 2 საათში; 130–1700C – 10, 20, 30 წუთში.
9. მიგრაციის მზარდი რეჟიმისას, დაკვირვების დრო უნდა გაგრძელდეს იმ მომენტამდე, ვიდრე მიგრაციის მახასიათებელი მაჩვენებლები არ დაიწყებენ კლებას.
10. მიგრირებული ნაერთების წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებზე ზემოქმედების შესწავლისათვის დამატებით გამოიყენება „სასინჯი რეცხვისა და თმის ღებვის” მეთოდი. მიღებული შედეგები შედარებულ უნდა იქნეს კონტროლთან.
11. საცხოვრებელი სათავსის ჰაერში წყლიდან მიგრირებული ნივთიერებების შესწავლა ხდება ექსპერიმენტულ კამერაში. მისი მოცულობისა და ცხელი წყლის მოცულობის გაანგარიშება წარმოებს სააბაზანოებში, სამზარეულოებში არსებული წყალი – ჰაერის რეალური თანაფარდობების საფუძველზე. კამერის ჰაერსა და ცხელ წყალში, ცდამდე და ცდის დაწყებიდან 10–20 წთ-ის შემდეგ, წარმოებს აქროლადი ორგანული ნივთიერებების ქრომატო-მას-სპექტრომეტრული ანალიზი.
12. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს თერმოტრანსფორმაციის პროცესებს. წარმოქმნილი პროდუქტების კინეტიკისა და საშიშროების შესაფასებლად, ასევე უცნობი შედგენილობის ნაერთების სპექტრის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაშიფვრისათვის, იმავე ვადებში ტარდება ქრომატო-მას-სპექტრომეტრია და დგინდება წყლის ტემპერატურის ზრდაზე დამოკიდებული ნაერთების ტრანსფორმაციის კანონზომიერება. პროდუქციიდან მიგრირებული ნივთიერებების ქიმიური შედგანილობის კვლებისათვის გამოიყენება ანალიზური კვლევები მეთოდური მითითების მე-5 მუხლის შესაბამისად.
13. გარეცხვისათვის აუცილებელი დროის დადგენა, მიღებული შედეგების ჰიგიენური შეფასება და დასკვნის მომზადება წარმოებს მეთოდური მითითების მე-13 მუხლის შესაბამისად. ამასთან, პროდუქციის კონტროლისათვის მაჩვენებლების შერჩევა ხდება როგორც მიგრირებული ნივთიერებების, ისე ტრანსფორმაციისას წარმოქმნილი ნაერთების საშიშროების შედარებითობის გათვალისწინებით.
14. ცხელი წყლის მომარაგების სისტემებში გამოყენებული რეაგენტების (მინადუღწინაღი, ანტიკოროზიული პრეპარატები, სტბილიზატორები და სხვა) შესწავლა ხდება მეთოდური მითითების მე-14 მუხლის შესაბამისად, თერმოტრანსფორმაციის პროცესების სავალდებულო შეფასებით.
თავი VI
საფილტრავი მასალებისა და იონმიმოცვლითი ფისების ჰიგიენური შეფასება
მუხლი 15🔗. წყლის საფილტრავი მასალების ჰიგიენური შეფასება
1. საფილტრავი მასალების ჰიგიენური შეფასება აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს კვლევის მეთოდური სქემის ყველა ეტაპს, მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მიხედვით. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი თავისებურებები:
ა) სანიტარიული ექსპერტიზის ჩასატარებლად, პირველ ეტაპზე საფილტრავ მასალებზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: კარიერის (საბადოს) დასახელება და ადგილმდებარეობა, მარაგი, მოპოვების, გადამუშავებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების ხერხები;
ბ) წარმოდგენილ უნდა იქნეს მონაცემები, საბადოზე (კარიერზე) სხვადასხვა დამაბინძურებელი წყაროების (სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და შხამქიმიკატების დასაწყობება) ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი ზომების შესახებ;
გ) ხელოვნური მინერალური მასალებისათვის (კერამზიტები, შუნგიზიტები და სხვა) მითითებულ უნდა იქნეს წარმოების ტექნოლოგია და დანამატების დახასიათება მათი გამოყენების შემთხვევაში. დოკუმენტაცია ასევე უნდა შეიცავდეს მონაცემებს გამოყენების ტექნოლოგიასა და საფილტრავი მასალების ექსპლუატაციის პირობების შესახებ: გრანულომეტრული შედგენილობა, ფილტრაციის სიჩქარე, სამუშაო ციკლის ხანგრძლივობა, გარეცხვის ინტენსივობა და სიხშირე. წარმოდგენილი უნდა იყოს მონაცემები საფილტრავი მასალების მექანიკური გამძლეობისა და ქიმიური მედეგობის გამოცდის თაობაზე.
2. ბუნებრივი მარცვლოვანი საფილტრავი მასალები (ცეოლითები, კლინოპტილოლითები, ნახშირი და სხვა), კერძოდ, ახლად მოძიებული და ასათვისებელი საბადოებიდან და მათი გამონაწვლილები საჭიროა გამოკვლეულ იქნეს რადიაციულ უსაფრთხოებაზე. მასალის რადიაციული უსაფრთხოების შესაფასებისას ხელმძღვანელობენ „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანების შესაბამისად.
ა) 06,–0,8 მმ ზომის ნაწილაკების მქონე საკვლევი ნივთიერებიდან წყლიანი გამონაწვლილის მომზადებისას, მისი ზედაპირის (სმ) წყლის მოცულობასთან (სმ3) სტანდარტული შეფარდება 1:1 უზრუნველყოფილია, როდესაც მოცულობითი შეფარდება პროდუქტი/წყალი 1:50-ის ტოლია. ნაწილაკების სხვა ზომებისას კორექტირება ხდება გაანგარიშების საფუძველზე;
ბ) საფილტრავი მასალების წყლიანი გამონაწვლილის ქიმიურ-ანალიზური გამოკვლევა მიმართული უნდა იყოს უპირატესად მათში მძიმე მეტალებისა და სხვა არაორგანული ნაერთების შემცველობის განსაზღვრისაკენ;
3. ხელოვნური მინერალური მასალებისა და ადსორბენტების შეფასებისათვის მასალების წყლიან გამონაწვლილში დამატებით უნდა განისაზღვროს: პერმანგანატული და ბიქრომატული ჟანგვადობის მაჩვენებლები, საერთო არაორგანული და ორგანული ნახშირბადები; გააქტივებული ნახშირისათვის – ბენზ-(ა)-პირენი. ამასთან, არ უნდა აღინიშნებოდეს ამ მაჩვენებლების მატება საკონტროლო სინჯების ფონურ სიდიდეებთან შედარებით;
4. საფილტრავი მასალების მიკრობიოლოგიური კვლევა არ წარმოებს, რადგან ექსპლუატაციის წინ ხდება დეზინფექცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. იონმიმოცვლითი ფისების ჰიგიენური შეფასება
1. მასალებიდან ნაერთების მიგრაცია შესაძლებელია შესწავლილ იქნეს როგორც სტატიკურ პირობებში, ისე იმ დანადგარებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის რეცირკულაციას. უპირატესობა აქვს მეორე ხერხს. სტატიკურ პირობებში საჭიროა ჭურჭლის შიგთავსის არევა დღეღამეში არანაკლებ 2-ჯერ.
2. მინარევების ქიმიური იდენტიფიკაციისა და მასალიდან ნივთიერებების მიგრაციის დინამიკის შეფასების მიზნით ექსტრაჰირება წარმოებს დისტილირებული წყლით, 200C ტემპერატურაზე 6,5–8,5 pH–სას 30 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო 600C – ერთი დღე-ღამის განმავლობაში. დასაშვებია მათი ექსტრაჰირება დუღილით (უკუმაცივრით) 1 სთ-ის განმავლობაში.
3. საჭირო ტემპერატურის შერჩევა ხდება სამრეწველო ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით, რადგან იონმიმოცვლითი ფისები ხშირად გამოიყენება ცხელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში, კვების მრეწველობაში გამოყენებული წყლის გასაწმენდად. ამ შემთხვევაში გაწმენდილი წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს 'გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ' საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების 'სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი' მოთხოვნებს.
4. კვლევის ჩატარება წარმოებს ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის, ხოლო მასალიდან წყლიანი გამონაწვლილის ქიმიური ანალიზი ორგანული და არაორგანული მინარევების (ოლიგომერები, მონომერები, სტაბილიზატორები, პლასტიფიკატორები და სხვა) შემცველობაზე – მე-5 მუხლის შესაბამისად.
5. იონმიმოცვლითი მასალების შესწავლა რომელთა საფუძველს, ეპოქსიდური ფისები წარმოადგენენ საჭიროა წყლის გამონაწვლილებში ეპიქლორჰიდრინის, აცეტონის, მალეინის ანჰიდრიდის, დიფენილპროპანის კონტროლი; ჯამური მუტაგენური აქტივობის შეფასება და/ან ლაბორატორიულ ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება მუტაგენური ეფექტის გამოსავლენად; მასენსიბილიზებელი და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების შესწავლა.
6. ბიოკოროზიის პროცესების და/ან ბიონაზარდის შესწავლის საჭიროება დამოკიდებულია წყალმომზადების პროცესებში იონმიმოცვლითი მასალების გამოყენების პირობებზე (წყლის ტემპერატურა, დეზინფექციის მეთოდები, მასალების რეგენერაცია და სხვა).
7. მიღებული შედეგების ჰიგიენური შეფასება და დასკვნის მომზადება წარმოებს ამ მეთოდური მითითების მე-13 მუხლის შესაბამისად.
დანართი
ნახაზი
მასალებიდან წყალში მიგრირებული ქიმიური ნივთიერებების ანალიზური კვლევის ჩატარების ალგორითმი
რაოდენობრივიგანსაზღვრა
ქმსქრომატომასსპექტრომეტრია