„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.017667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №73

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა):

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილების „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

2. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების სრულად ამოქმედებამდე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 15 აპრილიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №73. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.017667.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №73, 13.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017667 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5750156/