„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.017056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№16

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 581 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ დანამატი:

ა) 7500 ლარის ოდენობით – ორწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 10000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

გ) 20000 ლარის ოდენობით:

გ.ა) „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

გ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

2. ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს  მიეცემათ დანამატი:

ა) 12500 ლარის ოდენობით:

ა.ა) „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №3) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.გ) „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის №389 და „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.დ) „უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩასარიცხ პირებთან  გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ე) „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 25000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 16 მარტის №205 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №4) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.“.

2. 582 მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს ამ ბრძანების 581 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა.ა) დანამატი 3750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ა.ბ) დანამატი 7500 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 6250 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ბ.ბ) დანამატი 10000 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.გ) დანამატი 20000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

დ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

დ.ბ) დანამატი 12500 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ე) მე-2 პუნქტის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ე.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, დანამატი 7500 ლარი –2022 წლის 1 აპრილიდან, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.გ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ვ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ვ.ა) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე  ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ვ.ბ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.

2. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე შეუწყდა:

ა) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი 20000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც  ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას,  რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 17500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 20000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 40000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

3. ოფიცერს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების გამო შეუწყდა:

ა) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი წლიური 1500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან იმ თარიღამდე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული კონტრაქტი, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებამდე გაფორმებული კონტრაქტი, მიეცემა დანამატი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით.“;

ბ) მე-7 პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:

„7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე გაფორმებული აქვს „შეთანხმების ოქმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი (დანართი №1), ამ შეთანხმების ოქმით განსაზღვრული სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის პირველი აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – ამ მუხლის ძალაში დღიდან აღნიშნული შეთანხმების ოქმით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.017056.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 17.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017056 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5751260/