,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2008 ძალადაკარგული 16.08.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.001.116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 115, 11/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №171

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზ-ნით მთავრობის კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;

ბ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას;

გ) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს;

დ) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

ე) მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ვ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

ლ) საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას რეგლამენტით დადგენილი წესით;

მ) საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადებას;

ნ) სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და ხელშეწყობას;

ო) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;

პ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ჟ) საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას;

რ) სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ს) დოკუმენტების მიღებას, დამუშავებასა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ტ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;

უ) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) კანონპროექტების მომზადებას;

ქ) ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ღ) წარმომადგენლობას ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ყ) კორუფციულ დანაშაულობათა სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს და კოორდინირებულ თანამშრომლობას ანტიკორუფციული კუთხით მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან;

შ) ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციას;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები არიან:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

დ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ვ) პროტოკოლის დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

თ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

კ) სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტი;

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური (დეპარტამენტი).

2. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურაში (დეპარტამენტში) ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას საპარლამენტო მდივნის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 7. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფუნქციებს ახორციელებს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.

2. მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების, ტექნიკური და სამეურნეო საქმიანობის, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს სამეურნეო-ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით იქმნება მთავრობის კანცელარიის სტრუქტურაში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 18 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე