„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23-15 |
|
2023 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, ქვეპროგრამაში რეგისტრაციის დღისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყვეტად რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები (შემდგომში – მოსარგებლეები).“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლისათვის მომსახურების მისაღებად საჭირო ბარათის გადაცემის გზით ან მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/მოსარგებლის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე შესაბამისი რაოდენობის ვიზიტის ელექტრონულად ასახვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბარათი მოსარგებლეებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გადაეცემათ სარგებლობაში უსასყიდლოდ, ხოლო დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის ხელმეორედ დამზადების საფასურს იხდის მოსარგებლე.
4. მომსახურების მიმწოდებელია საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.“;
გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. მომსახურების მიმწოდებლის ქვეპროგრამაში ჩართვა
1. მომსახურების მიმწოდებელი ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს სამსახურს და წარადგენს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ განაცხადის ფორმას და თანხმობას, ამ წესით განსაზღვრული პირობებით ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ.
2. სამსახური ამოწმებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნებთან შესაბამისობას, რის შემდეგაც მომსახურების მიმწოდებელს აცნობებს ქვეპროგრამაში ჩართვის ან ქვეპროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ.
3. მომსახურების მიმწოდებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასკვნის საფუძველზე.
4. მიმწოდებელი ქვეპროგრამაში ჩართვისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ერთ სივრცეში ფუნქციონირებადი საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი აღჭურვილი დასწრების ელექტრონული აღრიცხვის მოწყობილობით;
ბ) ჰიგიენის ნორმების დაცვა და ფუნქციონირებადი საშხაპეების არსებობა;
გ) უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ექიმი, ფიტნესინსტრუქტორი და მაშველი ან ინსტრუქტორი;
დ) ერთდროულად არანაკლებ 20 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი საცურაო აუზი (სიგრძე არანაკლებ - 15 მ, სიგანე არანაკლებ - 10 მ, სიღრმე არანაკლებ - 1,20 მ);
ე) ერთდროულად არანაკლებ 15 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი ფიტნესდარბაზი (სავარჯიშო სივრცე არანაკლებ 150 კვ. მ).
5. მომსახურების მიმწოდებელმა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) ექიმის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ან/და ლიცენზია;
ბ) მაშველის ან ინსტრუქტორის და ფიტნესინსტრუქტორის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცურაო აუზის, ფიტნეს დარბაზის, საშხაპეებისa და სველი წერტილების ამსახველი ფოტომასალა“.
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვეპროგრამაში რეგისტრაციის დღისთვის არაუგვიანეს 1 თვით ადრე გაცემული ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
გ) ქვეპროგრამაში რეგისტრაციის დღისთვის არაუგვიანეს 1 თვით ადრე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).“ ;
ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. მოსარგებლე ვალდებულია მომსახურების მიმწოდებელს ქვეპროგრამაში ჩართვის დღიდან ყოველ მომდევნო:
ა) ექვს თვეში წარუდგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
ბ) ერთ წელში წარუდგინოს განახლებული ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.“;
ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომსახურების მიმწოდებლის შემოწმებას, საჭიროებისამებრ, ახორციელებს სამსახური. შემოწმებისას ხდება მომსახურების მიმწოდებელთან სამსახურის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – შემმოწმებელი) ვიზიტი და გაწეული მომსახურების შესახებ, სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება. შესაძლებელია, მოსარგებლეებთან და მომსახურების მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება (მათ შორისБ სატელეფონო კომუნიკაციის გზით).“;
ზ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახური განიხილავს მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებს, სამსახურში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და შეუსაბამობის არ არსებობის შემთხვევაში, მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, მომსახურების მიმწოდებლისათვის თანხის გადარიცხვის/ასახვის მოთხოვნით.“.
|