ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-76 |
|
2022 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
|
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
3. მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლისათვის მომსახურების მისაღებად საჭირო ბარათის გადაცემის გზით ან მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში შესაბამისი რაოდენობის ვიზიტის ელექტრონულად ასახვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბარათი, მოსარგებლეებს გადაეცემათ სარგებლობაში უსასყიდლოდ, ხოლო დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის ხელმეორედ დამზადების საფასურს იხდის მოსარგებლე.
4. მომსახურების მიმწოდებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“ (ს/ნ 400085572) (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე.
3. მოსარგებლეებმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინონ:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
4. მოსარგებლეებს აქვთ მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება.
5. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა მოსარგებლეთა სიაში ხდება რიგითობის დაცვით.
6. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, მომლოდინე 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.
7. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.
8. მოსარგებლისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მომსახურების მიმწოდებელთან თვეში 5 (ხუთი) ვიზიტზე გამოუცხადებლობა (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვებული ვიზიტი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით). განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას;
ბ) მოსარგებლის მიმართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.
2. ერთი ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) ლარს. სამსახურის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 9 (ცხრა) ვიზიტი.
2. მომსახურების მიმწოდებელი აწარმოებს მოსარგებლეთა დასწრების ელექტრონულ აღრიცხვას.
3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტაცია) არ შეესაბამება შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვით.
2. წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, სამსახური აცნობებს მომსახურების მიმწოდებელს აღმოჩენილი შეუსაბამობის შესახებ და განუსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად და დოკუმენტაციის თავიდან წარსადგენად.
3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველობის შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარდგენილი და ანაზღაურდება მომდევნო თვეში.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მომსახურების მიმწოდებელსა და სამსახურს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული სამსახურის უფროსის მიერ) 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომსახურების მიმწოდებელს, მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს.
3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს/მონაცემებს, რის შესახებაც ეცნობება მომსახურების მიმწოდებელს.
4. სამსახური განიხილავს მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებს, სამსახურში წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და შეუსაბამობის არ არსებობის შემთხვევაში, მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, მომსახურების მიმწოდებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი