1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „პოლონეთი“ ნიშნავს პოლონეთის რესპუბლიკას და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიას და მის ტერიტორიულ წყლებთან მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, რომლის მიმართ პოლონეთს შეუძლია განახორციელოს წიაღსა და სახმელეთო სივრცეზე ბუნებრივი რესურსების კვლევითი და მოპოვების უფლებები, პოლონეთის კანონმდებლობის საფუძველსა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან პოლონეთს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
e) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
f) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის და საწარმო, რომელიც ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციას, არ წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საწარმოს;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
ii) პოლონეთის შემთხვევაში: ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა; და
ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა კანონმდებლობი