თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თამარისის უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2023
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თამარისის უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №20
2023 წლის 23 მარტი
ქ. მარნეული
თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თამარისის უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 მარტის სხდომის №03 ოქმის მე-10 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 მარტის №32-322308214 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 22 მარტის N07-3223081197 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა;
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თამარისში არსებულ სახელწოდების არმქონე ქუჩას ეწოდოს მე-18 ქუჩა თანდართული რუკის შესაბამისად.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა N113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ამირან გიორგაძე