ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 24.03.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17230839
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ; ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.17230839
2023 წლის 24 მარტი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილის და 2023 წლის 14 მარტის N52033 წერილის თანახმად:
1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების შესაბამისად;
3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;
4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი