ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-17.17253323
2025 წლის 28 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კა ნონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად:
1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს დანართი №2-ით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური ნახაზების შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის).
3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე