ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2023
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65230863
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2023
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ; მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 25.08.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.11.2025 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 24.03.2023 ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 25.05.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 24.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-65. 65230863 2023 წლის 27 მარტი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სამისამართო დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 2 მარტის №43645 წერილის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით ამ განკარგულების დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკების შესაბამისად (დანართი №2.1 – 2.23). 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისათვის. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                            ალექსანდრე ლილუაშვილი