ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2023 წლის 31 მარტი დაბა ასპინძა |
|
ეს წესი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობებს, თვითმმართველი ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევების წარმოებისას, საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენების,შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესს.
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობები, სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, განსაზღვრულია საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მეათე თავის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების საფუძველზე.
2. საკითხები, რომელიც არ წესრიგდება ამ წესით და აუცილებლობა წარმოიშობა მათი გადაჭრის, მოწესრიგდება საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – საჯარიმო ქვითარიას ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას, რეგისტრაციას და გაცემას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების შესაბამისად.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემისათვის ჩაბარებული აქვს მერის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღრიცხვის ჟურნალში ასახავს გაცემა - მიღებას შესაბამის ნუმერაციით, კალენდარული წლის ფარგლებში.
1. საქართველოს კანონით ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქმეებს განიხილავენ, საჯარიმო ქვითარს ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ავსებენ და სახდელს განსაზღვრავენ, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, მერიის სტრუქტურული ერთეულები ან/და უფლებამოსილი პირები.
2. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი 2 –საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ და ერთი ეგზემპლარი ყუასთან ერთად, ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც კეთდება სათანადო ჩანაწერი. დანარჩენი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან და ინახება შესაბამის სამსახურში.
4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსება ხდება მასში მითითებული პუნქტების შესაბამისად.
5. საჯარიმო ქვითარი ან/დაადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას, სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში.
6. საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი და ადასტურებს ხელმოწერით. ასევე ხელს აწერენ სამართალდამრღვევი, მოწმეები ან სხვა პირები (არსებობის შემთხვევაში).
7. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემვსები უფლებამოსილი პირის მიერ.
სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
8. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
9. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით და ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით და დეტალურად. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც შემვსები უფლებამოსილი პირი, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
10. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ აღრიცხვის ჟურნალში.
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი ექვემდებარება ჩამოწერას:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო.
2. საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისია ჩამოიწერება აქტის საფუძველზე, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე მითითებული ნუმერაცია.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეუძლია შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან.
2. საჩივარს, დადგენილი წესით განიხილავს მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელსაც ხელის მოსაწერად წარუდგენს მერს. მერი ხელს აწერს ან მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს უკან.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
1. სამართალდამრღვევმა პირმა, საჯარიმო ქვირთის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30-დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით არ გადახდის შემთხვევაში მოხდება მისი იძულებით აღსრულება.
აღსრულებისათვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
1. საქართველოს კანონით ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“თ დადგენილი ნორმების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევების წარმოებისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმები:
ა) საჯარიმო ქვითრი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა;
გ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის –ჩამოწერის აქტი;
დ) აღრიცხვის ჟურნალი:
ნაწილი II – დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დარღვევების მიმართ, რომელზეც არ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი).
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10 - დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: _________________ მისამართი: დ. ასპინძა, მეფე თამარი ქ. N3 რეგისტრაციის N _________________ |
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი
საქმე № -
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
__________________________________________________________________________________________
(სააღსრულების ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ: ____________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ; იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
____________________________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი)
_________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეობა დეტალურად და ობიექტის მისამართი)
______________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის /დადგენილების სრული დასახელება)
აქტის /დადგენილების გამოტანის თარიღი____________________________________________
აქტის /დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი_______________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)
კრედიტორი: ________________________________________________________________________
(დასახელება და რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
მოვალე: ________________________________________________________________________
(დასახელება და რეკვიზიტები)
ხელმომწერი პირი: ---------------------------------------------
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი
_____ ______________ 20__ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - ჩამოწერის სისწორეს.
|
ნაწილი I
საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
ნაწილი II
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
№ /__________/ სერია 000000
„______“ ________________ 20 წ.
1. ___________________________________________________________________________________
(ოქმის შედგენის ადგილი)
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ______________________________________სამსახურის
(სამსახურის დასახელება)
_____________________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი )
3. ___________________________________________________________________________________
(დარღვევის ჩადენის ადგილი)
4.____________________________________________________________________________________________
(მონაცემები დამრღვევის შესახებ)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის დრო და არსი)
5. ___________________________________________________________________________________
(ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის)
6. მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) გვარები და მისამართები: ________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________
_____________________________________________________________________________________
8. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ________________________________________
___________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
10. ოქმის შემდგენლის ხელმოწერა _____________________________________________________
11. სამართალდამრღვევის ხელმოწერა__________________________________________________
12. ოქმი ჩავიბარე (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)___________________________________
13. მოწმეთა ხელმოწერები: 1. _______________________ 2. ________________________________
14. დაზარალებულთა ხემოწერები: 1. ________________________ 2. ________________________
15. ოქმის შემდგენლის აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში:
__________________________________________________________________
დამკვეთი: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი: _______________________
რეგისტრაციის N