სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 55230878
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №გ-55. 55230878
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ვაქირი:
№2
– ქუჩას ეწოდოს კახეთის ქუჩა;
№3 – ქუჩას ეწოდოს ბერთუბნის ქუჩა;
№4 – ქუჩას ეწოდოს ვანო სარაჯიშვილის ქუჩა;
№5 – ქუჩას ეწოდოს სიღნაღის ქუჩა;
№6
– ქუჩას ეწოდოს ვაზის ქუჩა;
№7
– ქუჩას ეწოდოს კვირაცხოვლის ქუჩა;
№8
– ქუჩას ეწოდოს სანდრო ინაშვილის ქუჩა;
№ 9
– ქუჩას ეწოდოს ვარო ვარდიაშვილის ქუჩა; (1888 – 1962), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
№10
– ქუჩას ეწოდოს გელაურის ქუჩა; (სოფლის ერთ-ერთი უბნის სახელწოდება.)
№11 – ქუჩას ეწოდოს იოველ ხატიაშვილის ქუჩა; (მღვდელი იოველ ხატიაშვილი. მან ხელი შეუწყო სოფელში წერა-კითხვის გავრცელებას და გახსნა საკუთარი საერო სკოლა, რომელიც პირველი ამ ტიპის დაწესებულება იყო სიღნაღის მაზრაში.)
№ 12 – ქუჩას ეწოდოს 401 ვაქირელის ქუჩა; (მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვაქირელების ქუჩა-მემორიალი.)
№13 – ქუჩას ეწოდოს მარო მაყაშვილის ქუჩა;
№15 – ქუჩას ეწოდოს იოსებ ნანობაშვილის ქუჩა; (1905-1967 პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი.)
№16 – ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;
№17 – ქუჩას ეწოდოს ქეთევან წამებულის ქუჩა;
№18 – ქუჩას ეწოდოს სამაჩაბლოს ქუჩა;
№19 – ქუჩას ეწოდოს ვანო ხარაშვილის ქუჩა; (სამაჩაბლოში დაღუპული მეომარი.)
№20 – ქუჩას ეწოდოს ნათლისმცემლის ქუჩა;
№21 – ქუჩას ეწოდოს კატო მიქელაძის ქუჩა; ( კატო მიქელაძე 1878-1942, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მუშაობდა სიღნაღში პედაგოგად.)
№22 – ქუჩას ეწოდოს ერეკლე II ქუჩა;
№23 – ქუჩას ეწოდოს ვასო გოძიაშვილის ქუჩა;
№24 – ქუჩას ეწოდოს კამბეჩოვანის ქუჩა;
№25 – ქუჩას ეწოდოს ალექსანდრე გზირიშვილის ქუჩა; (ალექსანდრე გზირიშვილი 1902-1972, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.)
№26 – ქუჩას ეწოდოს 26 მაისი ქუჩა;
№27 – ქუჩას ეწოდოს მიხა ხელაშვილის ქუჩა;
№28 – ქუჩას ეწოდოს მარო საგინაშვილის ქუჩა; (მარო საგინაშვილი – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.)
№29 – ქუჩას ეწოდოს იონა ხელაშვილის ქუჩა; (იონა ხელაშვილი ვაქირელი ბერი, მწიგნობარი, ფილოსოფოსი, ერეკლე მეორეს კარის მღვდელი.)
№30 – ქუჩას ეწოდოს ელენე ნანობაშვილის ქუჩა; (ელენე ნანობაშვილი 1914-1988, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.)
№31 – ქუჩას ეწოდოს იოსებ ჩოდრიშვილის ქუჩა; (იოსებ ჩოდრიშვილი მეტყევე – ინჟინერი, საქართველოს სატყეო მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე.)
№32 – ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის ქუჩა;
№33 -ქუჩას ეწოდოს იოსებ ნონეშვილის ქუჩა;
№34 – ქუჩას ეწოდოს იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;
№35 – ქუჩას ეწოდოს ჰერეთის ქუჩა;
№36 – ქუჩას ეწოდოს ნავის უბნის ქუჩა;
№37 – ქუჩას ეწოდოს ანასტასია (ტასო) ვაქირელის ქუჩა;
№38 – ქუჩას ეწოდოს ვანო ნანობაშვილის ქუჩა; (აფხაზეთის ომში დაღუპული მეომარი.)
№39 – ქუჩას ეწოდოს თავთუხის ქუჩა;
№40 – ქუჩას ეწოდოს თომა მამაიაშვილის ქუჩა; (თომა მამაიაშვილი 1892-1954, ვეტერინარიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში, პროფესორი.)
№41 – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№42 – ქუჩას ეწოდოს მიშელ დარიალის ქუჩა; (მიხეილ (მიშელ დარიალ) ნანობაშვილი 1878-1941, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, პარიზის ,,გრანდ ოპერის“ მომღერალი.)
№43 – ქუჩას ეწოდოს ილო მოსაშვილის ქუჩა;
№44 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№45 – ქუჩას ეწოდოს ალაზნის ქუჩა;
№46 – ქუჩას ეწოდოს დავით ქოქიაშვილის ქუჩა;
№47 – ქუჩას ეწოდოს იოსებ ქოქიაშვილის ქუჩა;
№48 – ქუჩას ეწოდოს ფიროსმანის ქუჩა.