სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 55230879
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55.55230879
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 08 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ნუკრიანი:
№1 – ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს სახელი;
№2 – ქუჩას ეწოდოს ქაშუეთის ქუჩა;
№3 – ქუჩას ეწოდოს ხარატიაანთ ქუჩა;
№4 – ქუჩას ეწოდოს მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის ქუჩა;
№5 – ქუჩას ეწოდოს გაზაფხულის ქუჩა;
№7 – ქუჩას ეწოდოს ლუდა ქუფარაშვილის ქუჩა; აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობდა გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილი-ლოტბარი, სახალხო ანსამბლ“მრავალჟამიერის“ ხელმძღვანელი;
№9 – ქუჩას ეწოდოს მეფის უბნის ქუჩა; ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა სამეფო-საზაფხულო რეზიდენცია- სადგომი მეფეთა“;
№10 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№11 – ქუჩას ეწოდოს დათო კრაწაშვილის ქუჩა; დათო კრაწაშვილი- (1963-1980), მხატვარი, პოეტი;
№12 – ქუჩას ეწოდოს გენერალ ივანე შაიშმელაშვილის ქუჩა; (1910-1992) – სამხედრო პირი, მწერალი;
№13 – ქუჩას ეწოდოს ჭოტორის ქუჩა;
№14 – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№17 - ქუჩას ეწოდოს წმინდა იოაკიმე და ანას ქუჩა;
№18 – ქუჩას ეწოდოს კალოს ქუჩა;
№19 – ქუჩას ეწოდოს ვაზის ქუჩა;
№20 – ქუჩას ეწოდოს ივრის ქუჩა;
№21 – ქუჩას ეწოდოს მელიწყაროს ქუჩა;
№22 – ქუჩას ეწოდოს ტყიმალღელეს ქუჩა;
№23 – ქუჩას ეწოდოს სკოლის ქუჩა;
№24 – ქუჩას ეწოდოს ზედაშის ქუჩა;
№25 – ქუჩას ეწოდოს სამაჩაბლოს ქუჩა.