სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552308710
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №გ-55. 552308710
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ N239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 08 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ბოდბისხევი:
№2
– ქუჩას ეწოდოს დიდგორი ქუჩა;
№3 – ქუჩას ეწოდოს ალაზნის ქუჩა;
№4 – ქუჩას ეწოდოს გოდერძი ჩოხელის ქუჩა;
№5– ქუჩას ეწოდოს ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა;
№6 – ქუჩას ეწოდოს ერეკლე II ქუჩა;
№7 – ქუჩას ეწოდოს ქეთევან წამებულის ქუჩა;
№8 – ქუჩას ეწოდოს კავკასიონის ქუჩა;
№9 – ქუჩას ეწოდოს გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა;
№10 – ქუჩას ეწოდოს ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
№11 – ქუჩას ეწოდოს დავით სარაჯიშვილის ქუჩა;
№12 – ქუჩას ეწოდოს ცოტნე დადიანის ქუჩა;
№13 – ქუჩას ეწოდოს შოთა რუსთაველის ქუჩა;
№14 – ქუჩას ეწოდოს იოსებ ნონეშვილის ქუჩა;
№15 – ქუჩას ეწოდოს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა;
№16 – ქუჩას ეწოდოს ნოდარ დუმბაძის ქუჩა;
№17 – ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;
№18 – ქუჩას ეწოდოს მერაბ კოსტავას ქუჩა;
№19 – ქუჩას ეწოდოს ჰერეთის ქუჩა;
№20 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№21 – ქუჩას ეწოდოს ზვიად გამსახურდის ქუჩა;
№22 – ქუჩას ეწოდოს ფერისცვალების ქუჩა;
№23 – ქუჩას ეწოდოს ბახტრიონის ქუჩა;
№24 – ქუჩას ეწოდოს ვახტანგ გოგასალის ქუჩა;
№25 – ქუჩას ეწოდოს აკაკი წერეთლის ქუჩა;
№26 – ქუჩას ეწოდოს წმინდა ნიკოლოზის ქუჩა;
№27 – ქუჩას ეწოდოს გიორგი გოზალისვილის ქუჩა; (გიორგი გოზალიშვილი – (1900-1988) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);
№28 – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№30 – ქუჩას ეწოდოს ზვრის ქუჩა;
№31 – ქუჩას ეწოდოს ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩა;
№32 – ქუჩას ეწოდოს იროდიონ ევდოშვილის ქუჩა;
№34 – ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის ქუჩა;
№35 – ქუჩას ეწოდოს ვასო გოძიაშვილის ქუჩა;
№36 – ქუჩას ეწოდოს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
№37 – ქუჩას ეწოდოს ბოხორის ქუჩა;
№38 – ქუჩას ეწოდოს თევდორე მღვდლის ქუჩა;
№39 – ქუჩას ეწოდოს ამაღლების ქუჩა;
№40 – ქუჩას ეწოდოს კერამიკის ქუჩა;
№41 – ქუჩას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;
№42 – ქუჩას ეწოდოს დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
№43 – ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის ქუჩა;
№44 – ქუჩას ეწოდოს ილია ჭავჭავაძის ქუჩა;
№47 – ქუჩას ეწოდოს ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;
№48 – ქუჩას ეწოდოს ფიროსმანის ქუჩა.