სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552308711
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
matsne.gov.ge 394 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 28.09.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 99% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2023 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-55.552308711 2023 წლის 28 მარტი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჯუგაანის გეოგრაფიული  ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023  წლის 08 თებერვლის სხდომის  გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის ქუჩების სახელდება  მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუქის  შესაბამისად (დანართი №1). 2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება. 3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად. 4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                       დავით ჯანიკაშვილი                                                                          დანართი №1 სოფელი ჯუგაანი: №2 – ქუჩას ეწოდოს ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა; №3 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა; №4  – ქუჩას ეწოდოს იბერიის ქუჩა; № 5 -  ქუჩას ეწოდოს  კავკასიონის ქუჩა; №6 -  ქუჩას ეწოდოს  ვანო სარაჯიშვილის ქუჩა; №7 – ქუჩას ეწოდოს  განთიადის ქუჩა; №8 – ქუჩას ეწოდოს  იმედის ქუჩა; №9  – ქუჩას ეწოდოს  ერეკლე II ქუჩა; №10 – ქუჩას ეწოდოს  26 მაისი ქუჩა; №12 – ქუჩას ეწოდოს  ცოტნე დადიანის ქუჩა; №14 – ქუჩას ეწოდოს ბახტრიონის ქუჩა;  №15 – ქუჩას ეწოდოს  მოსე ბალიაშვილის ქუჩა; №16 – ქუჩას ეწოდოს  ალაზნის ქუჩა; №17 -  ქუჩას ეწოდოს  წმინდა ნინოს ქუჩა; №18 – ქუჩას ეწოდოს  კრწანისის ქუჩა; № 19 – ქუჩას ეწოდოს  მეტყავიაანთ ქუჩა; № 21 – ქუჩას ეწოდოს  იაკობ გოგებაშვილის ქუჩა; № 22 – ქუჩას ეწოდოს  ნიკო ფიროსმანიშვილის ქუჩა; № 23 – ქუჩას ეწოდოს  კახეთის ქუჩა; №24 – ქუჩას ეწოდოს  მირზა გელოვანის ქუჩა; №25 – ქუჩას ეწოდოს  მერაბ კოსტავას ქუჩა; № 26 – ქუჩას ეწოდოს  ჰერეთის ქუჩა; № 27 – ქუჩას ეწოდოს  ძელიცხოვლის ქუჩა; №28 – ქუჩას ეწოდოს  ვასილ მატაბელის ქუჩა; №29 – ქუჩას ეწოდოს  სანდრო შანშიაშვილის ქუჩა; №30 – ქუჩას ეწოდოს  9 აპრილის ქუჩა; №31 – ქუჩას ეწოდოს  ცივგომბორის ქუჩა; №32 – ქუჩას ეწოდოს  გიორგი სააკაძის ქუჩა; №33 – ქუჩას ეწოდოს  სამაჩაბლოს ქუჩა; №34 – ქუჩას ეწოდოს  თევდორეს ქუჩა; №35 – ქუჩას ეწოდოს  აფხაზეთის ქუჩა.