მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 31 მარტი ქ. დუშეთი |
|
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის თაობაზე, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ .
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2023.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.03.2023. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016484.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის შეჩერების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდგომ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 31.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5766385/