სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552308716
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების)
სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55.552308716
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთო რუკის შესაბამისად (დანართი №1).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ტიბაანი:
№2 – ქუჩას ეწოდოს გედიქის ქუჩა;
№3 – ქუჩას ეწოდოს მთავარანგელოზის ქუჩა;
№4 – ქუჩას ეწოდოს ალაზნის ქუჩა;
№6 – ქუჩას ეწოდოს ალუბლების ქუჩა;
№7 – ქუჩას ეწოდოს იასამნის ქუჩა;
№8 – ქუჩას ეწოდოს ქეთევან წამებულის ქუჩა;
№9 – ქუჩას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;
№10 – ქუჩას ეწოდოს შავი ზღვის ქუჩა;
№11 – ქუჩას ეწოდოს მერაბ კოსტავას ქუჩა;
№13 – ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის ქუჩა;
№14 – ქუჩას ეწოდოს ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა;
№15 – ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№17 – ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;
№18 – ქუჩას ეწოდოს ხვიჩა ბიძინაშვილის ქუჩა;
№19 – ქუჩას ეწოდოს ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
№20 – ქუჩას ეწოდოს პრასიანის ქუჩა;
№21 – ქუჩას ეწოდოს კრწანისის ქუჩა;
№22 – ქუჩას ეწოდოს წმინდა სტეფანე ხირსელის ქუჩა;
№23 – ქუჩას ეწოდოს ერეკლე II-ის ქუჩა;
№24 – ქუჩას ეწოდოს ბახტრიონის ქუჩა;
№25 – ქუჩას ეწოდოს ჰერეთის ქუჩა;
№26 – ქუჩას ეწოდოს ზვიად გამსახურდიას ქუჩა;
№27 – ქუჩას ეწოდოს იბერიის ქუჩა;
№28 – ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№29 – ქუჩას ეწოდოს ლევან ცისკარიშვილის ქუჩა.