“ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებაში”
მიღების თარიღი 20.02.2004
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.117.006.376
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 21, 26/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებაში”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.117.006.176
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №80
2004 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №122, 2002 წელი, მუხლი 1099🔗) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულებაში” შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4🔗. კომისიის მიზანი
1. კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა) უზრუნველყოფს ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;
ბ) რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა და მოხელეთა სიას და მათ რაოდენობას;
გ) უზრუნველყოფს ტესტური ნამუშევრების გასწორებას;
დ) აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, მოხსნის კანდიდატს ან მოხელეს ტესტირებიდან;
ე) ტესტირების დროის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს კანდიდატთა ან მოხელეთა ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ვ) ადასტურებს ტესტის პასუხების შემოწმებისას კანდიდატის ან მოხელის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას და წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში;
ზ) ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად;
თ) წარუდგენს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კანდიდატურებს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად;
ი) წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს კონკურსისა და ატესტაციის შედეგებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს”.
ბ) დებულების მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპრეტენზიო კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკონკურსო-საატესტაციო კომიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს სააკონკურსო-საატესტაციო კომიის წევრი.
2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი”;
გ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან“;
დ) დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას; წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;
ე) ტესტირებაში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;
ვ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას, შესაბამისი ნომრის გაცემით;
ზ) საკვალიფიკაციო ტესტების დარიგებასა და ჩაბარებას;
თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტების გადაცემას და შენახვას;
ი) კანდიდატთა ტესტური გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;
კ) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;
ლ) კონკურსის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;
მ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას”.
4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია კანდიდატის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.
5. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას”;
ე) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი – ზომით 3/4.
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ ისინი დაუბრუნდება კანდიდატს.
3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება”;
ვ) დებულების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.”;
ზ) დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21🔗. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი
1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები.
2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. ტესტირებისას კანდიდატის ან მოხელის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი პასუხების ფურცელში.”;
თ) დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანდიდატები და მოხელეები ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე.”;
ი) დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23🔗. ტესტის დარიგების წესი
1. ტესტირების დაწყების წინ კანდიდატს და მოხელეს გადაეცემა დახურული და დამოწმებული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კანდიდატი და მოხელე ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, ის ვალდებულია დაუყონებლივ, კონვერტის გახსნამდე განაცხადოს ამის შესახებ, ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.“;
კ) დებულების 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტირების დაწყებამდე კანდიდატს ან მოხელეს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტირების და პასუხების ფურცლის შევსების მეთოდიკის, ასევე სხვა პროცედურული საკითხების შესახებ.”;
ლ) დებულების 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25🔗. საკანონმდებლო და სხვა დამხმარე მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტირების მიმდინარეობის განმავლობაში კანდიდატს ან მოხელეს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) შეტანა.
2. კანდიდატი ან მოხელე, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებასა ან სავალდებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.“;
მ) დებულების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოხელეთა ატესტაციისას:
ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;
ბ) კომისია ისმენს ხელმძღვანელის დახასიათებას;
გ) მოხელის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს ანგარიშს მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) მოხელის ატესტაციის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი.“;
ნ) დებულების 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის მიერ კანდიდატთა და მოხელეთა ტესტირების, განათლების, სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზისა და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ტესტირებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობა;
ბ) განათლება;
უმაღლესი იურიდიული – 1,5
უმაღლესი ეკონომიკური – 1,5
უმაღლესი სპეციალური – 1,5
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორი უმაღლესი განათლება – 2,5
ზემოთ ჩამოთვლილთაგან სამი უმაღლესი განათლება – 3
სხვა უმაღლესი განათლება – 1
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5
მეცნიერებათა დოქტორი – 2,5
დ) საბაჟო ორგანოებში მუშაობის სტაჟი:
1 წლამდე – 0,5
1-დან 3 წლამდე – 1
3-დან 5 წლამდე – 1,5
5-დან 8 წლამდე – 2
8-დან ზევით – 2,5
ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარი, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).
3. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულების შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში, სამდივნოს მიერ.“;
ო) დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით”.
პ) დებულების 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36🔗. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დანიშვნის უფლების მქონე პირს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. დანიშვნის უფლების მქონე პირი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
4. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის განსხვავებული ვარიანტი.“;
ჟ) დებულების 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
რ) დებულების მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოხელეს, ატესტაციის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე, უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი