„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016547
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2023 წლის 31 მარტი

ქ. ამბროლაური

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 19/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016530), და

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე – ამ პროგრამის მე-6 მუხლის, მე-9 მუხლის,  მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, პროგრამის მე-11 მუხლის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს.“;

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო  მომსახურება (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) და სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე