ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2022 წლის 16 დეკემბერი ქ. ამბროლაური
|
|
2. პროგრამის მიზანია ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მოწყვლადი ჯგუფების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, ოჯახების სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა – გაუმჯობესება.
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) 10 001 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა;
გ) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
დ) ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ე) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
თ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;
ი) ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
კ) სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ნ) მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
პ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ(საჭიროების შემთხვევაში).
3. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) .
4. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში იმ პირის ჩართვის შესახებ, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი დამატებით მოიძიებს მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით ინფორმაციას ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ.
6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. N4) ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა.
7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. სასურსათო პაკეტი გაიცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული ბაზის, სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
3. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა მერის წარმომადგენლის მიერ, გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ახალშობილის (ტყუპების) დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა:
ა) ქორწინება (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შედგეს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე განცხადების შემოტანამდე არაუადრეს 3 თვის პერიოდში;
ბ) ერთ-ერთი ახალდაქორწინებული რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰქონდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
3. დაინტერესებულმა პირმა, ქორწინების რეგისტრაციის თარიღიდან 3 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ახალდაქორწინებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ახალდაქორწინებულის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ქორწინების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის (ახალდაქორწინებულის) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.
2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ვ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ; (საჭიროების შემთხვევაში);
ე) შშმ და სსსმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული ბავშვის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრს -,,ბაო“, სსმ ბავშვთა მომსახურების მიზნით (გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად).
2. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან (პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, ქვემო ღრმა პარაპარეზი, კუნთთა პროგრესული ატროფია, ორივე ქვედა ამპუტირებული კიდური, ცერებრალური დამბლა ორივე თვალის ნერვის ატროფიით) გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს/დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო და აქვს ორივე თვალის სრული/პრაქტიკული სიბრმავე დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და საჭიროებს მომვლელს.
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ავადობის მითითებით);
ე) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმ პირის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქე, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და სარგებლობს შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში ჰემოდიალიზით უზრუნველყოფის პროგრამა/სერვისით. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით არ სარგებლობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ფინანსდება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100/ა);
დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა (საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ/მართლზომიერმა მფლობელმა) პირმა ზიანის დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოდან;
დ) პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის მიზეზების შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი ფლობის შესახებ;
ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.
3. მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.
4. განცხადება შემოწმებისა და განხილვის მიზნით (მათ შორის ზარალის ოდენობის დასადგენად) გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, განიხილოს ყველა განცხადება, მათ შორის, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე რეკომენდაციით მიმართოს მერს დახმარების გაცემის საჭიროების შესახებ.
6. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მერის გამოცემული ბრძანებით.
7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400(ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - მშობელზე 600(ექვსასი) ლარის ოდენობით;
ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - წარმომადგენელზე 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);
ვ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები, იძულებით გადაადგილებული ბავშვის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის, უსახლკარობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ოჯახის ყველა წევრზე.
3. განცხადება სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დახმარება გაწევა უსახლკარო პირთა ოჯახებს.
5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ქირავნობის ხელშეკრულება;
ბ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიში.
6. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას დახმარების გაცემის თაობაზე.
7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინსპექტირების აქტის საფუძველზე).
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მარტოხელა მშობლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე. (განცხადებების მიღების ვადა განისაზღვროს 01 იანვრიდან 01 დეკემბრამდე).
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
4. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
5. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული.
6. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ.
2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. პროგრამის მიმდინარეობაზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
3. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მერის მიერ გამოცემული ბრძანების ფორმით.
4. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N18 დადგენილება (www.matsne.gov.ge 20/12/2021 წ: სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016500).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი