ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 31 მარტი დაბა მესტია |
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1);
ბ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი № 2);
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4);
ე) სააღსრულებო ფურცელი (დანართი №5);
ვ)საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი (დანართი №6);
ზ) საჯარიმო ქვითარი (დანართი №7).
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
(ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ----------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------- ---
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)
მონაცემები დამრღვევი სუბიექტის შესახებ:
-----------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი )
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ :
------------------------------------------------------------------------------
(დრო, ადგილი, არსი)
პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
( მუხლი და სამართალდარღვევის არსი)
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის ა ხ ს ნ ა-გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე, ------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ----------------------------------------------
3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შეადგინა: ---------------------------------------------------------------------- ----------------------
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
ოქმი ჩავიბარე: -------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)
მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):
------------------------------ --- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
--------------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):
------------------------------- --------------------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------------- ----------------------------------- ---------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ------- --------------------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
4. ოქმის ასლი ჩავიბარე:
------------------------- ----------- ----- ----------------------------------- ---- -------------------------------- -------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა, ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
ბ.ა.
და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი:
1. წესის რეგულირების საგანი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №223 ბრძანების, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
2) ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093-ე 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე და 2401 მუხლების, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად
ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465,466, 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 - მე-16 ნაწილებით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე−1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522-ე, 1525–1529, 1534-ედა 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და „საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.’’
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება სტამბური წესით(დანართი №1), ოქმის ფორმა მზადდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთის საფუძველზე.
2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
1. მესტიის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №223 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში
3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში).
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში(დანართი №3) და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
( აქტის შედგენის ადგილი)
----------------------------------------------20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს: ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:----------------------------
ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:------------------------------
|
ს/ფ გაცემის თარიღი
ადგილი
_____________________________________________________________________________________
(აღსრულების ფურცლის გაცემა)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ:
___________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი,სახელი,პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენთიფიკაციო ნომერი)
___________________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
____________________________________________________________________________________________
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
______________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევს ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის
თარიღი: _________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები)
კრედიტორი:
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება
2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება.
8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი;
ბ) შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, ჯარიმის ოდენობა;
ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;
თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) მიმღები მოლარე;
კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა;
მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;
ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა;
ო) შენიშვნა.
9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება:
ა) გადამხდელის სახელი, გვარი;
ბ) გადამხდელის მისამართი;
გ) ჯარიმის ოდენობა;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი;
ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ზ) მიმღები მოლარე;
თ) შემომტანი;
ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ;
ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;
ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
10. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
11. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
12. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
13. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
14. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) დასართავი ახსნა–განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
15. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
16. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
ქვითრის უკანა მხარე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: ------- მისამართი: დ. მესტია, სეტის მოედანი №1 სემგს-ს რეგისტრაციის № ------
|