საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-177
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.016784
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-177
2023 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული ,,აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (შემდგომში – ლაბორატორია) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:
ა) ემბლემა;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;
გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში.
2. ლაბორატორიის ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ლაჟვარდის ( ლურჯი) მიკროსკოპი.
მუხლი 2🔗
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება ლაბორატორიის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.
2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:
ა) ლაბორატორიის ვებგვერდზე;
ბ) ლაბორატორიის საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;
გ) ლაბორატორიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე;
დ) ლაბორატორიის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;
ე) ლაბორატორიის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;
ვ) ლაბორატორიის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე;
ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.
3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ლაბორატორიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ლაბორატორიამ ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.
5. ლაბორატორია უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია