თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დევენაანთხევი, საყდრიონი და ხევსურთსოფელში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2023
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131230901
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარის, ჩანადირთკარის, მლაშის და ჩუბინიანთკარის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ
ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები და ჩეკურაანთგორში მდებარე უსახელო ქუჩების
სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ალაჭანი,
კახოიანები, ტუშურები, წიკვლიაანთკარი და ჯერვალიძეებში მდებარე უსახელო ქუჩების
სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ახალსოფელი, გოჯიაანები, კაწალო, ჩაბანო, ჭიაურა და ხაიშოში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ
დევენაანთხევი, საყდრიონი და ხევსურთსოფელში მდებარე უსახელო ქუჩების
სახელდების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №გ-131. 131230901
2023 წლის 31 მარტი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დევენაანთხევი, საყდრიონი და ხევსურთსოფელში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დევენაანთხევი, საყდრიონი და ხევსურთსოფელში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი №1-ის და თანდართული რუკების შესაბამისად.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით თიანეთის რაიონულ სასამართლოში დ. თიანეთი, რუსთავლის ქ. №47.
საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი