„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.162.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 14

2023 წლის 5 აპრილი

ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში  მდებარე  უსახელო  ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის   სახელის მინიების  შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის 30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, :

1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ნოდარ არუთინოვის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული დანართი (რუკა) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).

6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                    იოსები ქარუმაშვილი


📎 დანართები (1)
რუკა N14.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗