„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №38 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.162.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №16

2023 წლის 5 აპრილი

ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის  სახელის მინიების  შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის 38 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,

:

1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრალური ქუჩისთვის ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიჭების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №38 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში მდებარე ცენტრალური ქუჩისთვის (1 და 3 ქუჩები) ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელის მინიების შესახებ“

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში არსებულ ცენტრალურ ქუჩას (№1 და №3 ქუჩები) ეწოდოს ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).“.

 გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.1 და 1.2 პუნქტები:

„1.1 ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ყოფილი №1 ქუჩის:

ა) V ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის I ჩიხი“;

ბ) IV ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის II ჩიხი“;

გ) III ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის III ჩიხი“;

დ) II ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის IV ჩიხი“;

ე) I ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის V ჩიხი“;

1.2 ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ყოფილი №3 ქუჩის:

ა) I ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის VI ჩიხი“;

ბ) II ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის VII ჩიხი“;

გ) III ჩიხს ეწოდოს „იოსებ ალავერდელის ქუჩის VIII ჩიხი“.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).

6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                          იოსები ქარუმაშვილი