„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 5 აპრილი ქ. ვანი |
1. დანართის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. უნებართვო ან/და ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის, სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად წინადადებების მომზადება და უკვე მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.“.
2. დანართის მე-6 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ შემთვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეების განხილვა. შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსება და სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოსათვის გადაგზავნა.“.
3. დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. უნებართვო საქმიანობისა და მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების საჯარო მოხელეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლისა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის გათვალისწინებით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეებს. ადგენენ შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებსა და საჯარიმო ქვითრებს, სამართალდამღვევს შეუფარდებენ შესაბამის სახდელს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შესაბამის მასალებთან ერთად გადააგზავნიან სასამართლოში.“.
4. დანართის 81 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნებართვო ან/და ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის, სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მისაღებად წინადადებების მომზადება და უკვე მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;“.
5. დანართის 81 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მშენებლობის ნებართვის შესაბამისად დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღება კანონით დადგენილ ვადაში;“.
6. დანართის 81 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) კანონის შესაბამისად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება.“.
|