ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან–საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №174
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისში, სულხან–საბას გამზირის ბოლო მონაკვეთის მიმდებარედ (სულხან–საბას გამზირის მარჯვენა მხარეს) არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის, სულხან–საბას გამზირის VI შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და გერონტი კუხალეიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან–საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 174
2023 წლის 29 მარტი
ქალაქი ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის
შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის
დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილების, „ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №147 განკარგულებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1🔗. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის შემაერთებელ უსახელო მონაკვეთსა და ამ ტერიტორიაზე არსებულ მოედანს დავით ხახალეიშვილის სახელი.
მუხლი 2🔗. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მონაკვეთის სახელდებასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა, №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია